ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს 17 „უსიტყვო“ დეპუტატი
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17 "მდუმარე" დეპუტატი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაციით, სიტყვის უფლებით მთელი წლის განმავლობაში არ უსარგებლია უმრავლესობის 14, და ოპოზიციის სამ დეპუტატს.

კერძოდ, ეს საკრებულოს წევრები არიან: სალომე ფაცაცია, ზაზა ანდრიაძე, ზვიად ყორშია, გიორგი კუკავა, ზაზა ხუბუა, გოგიტა ზარქუა, დავით ჭაფანძე, არჩილ ბერანძე, გოგი თოდუა, სოსო გოგოხია, პაატა ებრალიძე, ლაშა ესებუა, თენგიზ ალმასია და ჯონი ზარანდია, რომელმაც კონსტანტინე კაკავა საკრებულოში, გასული წლის 25 ივლისს შეცვალა.

მდუმარე ოპოზიციონერი დეპუტატები არიან - ენმ-დან დავით შელია, და "ევროპული საქართველოდან გელა თოლორაია, ირაკლი ღურწკაია. საკრებულოს ეს ორი წევრი სხდომების უმრვალესობას არ დასწრებია.

2019 წელს სიტყვის უფლებით ყველაზე ხშირად 38-ჯერ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ ისარგებლა. მას, თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია მოსდევს, რომელმაც სიტყვის უფლება 19-ჯერ გამოიყენა.

ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ 21-ჯერ. ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ 15-ჯერ.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელიამ სიტყვის უფლება 11-ჯერ გამოიყენა.

9-9-ჯერ ისარგებლეს სიტყვის უფლებით ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძემ და ამავე ფრაქციის წევრმა პაატა ადამიამ.

6-6-ჯერ გამოიყენეს სიტყვის უფლებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თამუნა ჯიქიამ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიამ, საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ, ზაზა პროკოპენკომ და ედიტა კოდუამ კი 5-5-ჯერ.

სამჯერ ისარგებლა სიტყვის უფლებით ჯონი ჯიქიამ.

ორ-ორჯერ შემდეგმა დეპუტატებმა - საკრებულოს ყოფილმა წევრმა კონსტანტინე კაკავამ (მას უფლებამოსილება შარშან, პირველ ივლისს შეუწყდა), მიხეილ ჯობავამ, ოთარ მარშავამ, გიორგი თოდუამ და მალხაზ ციკუტანიამ.

თითოჯერ - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიამ, მამუკა ყურაშვილმა, ამირან ჩხოლარიამ, ჯანსუღ ჯაბუამ, ირუზა კაკავამ, დაზმირ ძიმცეიშვილმა, რევაზ თორდიამ, გია დანელიამ, მანანა მებონიამ, ზურაბ გოგოძემ, მამუკა თოლორაიამ, რამაზ ჯაბუამ, ტარიელ გაბულდანმა, ირაკლი ჯანაშიამ და ზვიად ქირიამ.

2018 წელს საკრებულოს 27 "მდუმარე" დეპუტატი ჰყავდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.