ახალი ამბები
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად 30 ათასი ლარი გამოიყო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურების შესახებ. სულ საუბარი 250 ძაღლს შეეხება. თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მეტია

კერძოდ, უნდა მოხდეს ცხოველთა იზოლირება ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი/ბადით და მათი თავშესაფარში გადაყვანა. გამოკვლევების შემდეგ, დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე. ასევე, სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია და ყველა საჭირო პროცედურის შემდგომ, ძაღლების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.

ამას გარდა, ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი უნდა იყოს მისაღები სათავსოებით (საკარანტინე ზონა), მოსათავსებელი შენობით ან ვოლიერებით - განათებით, ვენტილაციით, გათბობით, საოპერაციო კაბინეტით, რისი ამსახველი ფოტომასალის წარმოდგენაც, ტენდერში მონაწილე კომპანიას მოუწევს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 ათასი ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

მიუსაფარი ძაღლები ზუგდიდისთვის წლებია პრობლემაა. მის გადასაჭრელად ქალაქში საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გაიმართა. ზუგდიდში ძაღლთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობაა დაგეგმილი. თავშესაფარი სოფელ ჭითაწყარში უნდა აშენდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული
კიდევ ერთი
21:18 / 06.06.2020
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ
14:45 / 06.06.2020
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ანა წითლიძის ბრალდებას,
რუხის ცენტრში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი
განცხადებით, 100 ჰექტრამდე მიწა
13:03 / 06.06.2020
რუხის ცენტრში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, 100 ჰექტრამდე მიწა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. სულ
11:55 / 06.06.2020
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. სულ
ვიდეო
აფხაზეთში მიმავალი ხიდი მგზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.