საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე - ამერიკელი კონგრესმენის წერილი გახარიას
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიის
წევრი მარკვეინ
მალინი ტვიტერში გამოქვეყნებული წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი
გახარიას. მასში კონგრესმენი ხელისუფლებას აკრიტიკებს "გაუარესებული
დემოკრატიის" და "პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებული
ეკონომიკური კლიმატის" გამო.
მარკვეინ მალინის თქმით, საქართველოს მიერ, 1991 წელს მიღწეული დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიღწეული პროგრესისა, ბოლო წლებში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჭრილში უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა, რაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
"ამის შედეგია, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები ექსპოპროაციასა და შევიწროებას დაექვემდებარა", - წერს კონგრესმენი.
მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი კომპანია და "ფეისბუკის" მიერ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პროსახელისუფლებო გვერდების წაშლა.
მალინისვე განმარტებით, ამ ყველაფერთან ერთად, აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას, საქართველო პირველად თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.
მისივე თქმით, უერთდება კონგრესმენების, ადამ კიზინგერსა და გარი კონოლის წერილს, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო საქართველოს ხელისუფლება თავის დროზე გააკრიტიკეს.
მარკვეინ მალინი იმედოვნებს, რომ ქვეყანა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში განაგრძობს კურსს - იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. ასევე, რომ მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და ეფექტური რეაგირება მოჰყვება იმ შეშფოთებას, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საფრთხეს ეხება.