ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტროები კვლავ გაიყოფა
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. მისი თქმითვე, პროცესი თებერვალში დაიწყება.

„აქ იყო „მცირე მთავრობის“ იდეა, მაგრამ ის, რომ შეუერთებელი რაღაცები ერთად შევაერთეთ, ეს შეცდომა იყო, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მაშინ მარტო აღმოვჩნდი. ვიცოდი, როგორც კულტურის მუშაკმა და ამ საქმეში დიდი ხნით მყოფმა ადამიანმა, რომ ეს არ გაამართლებდა. მთელი ოკეანეა განათლება და ამისთვის კიდევ კულტურის მიწებება აბსოლუტურად ხელოვნური გამოდიოდა.

კულტურის სამინისტრო არა მხოლოდ კოორდინაციას უნდა უკეთებდეს, იდეა უნდა არსებობდეს და ცდილობდეს ეს ეროვნული იდეა იყოს გატარებული. დოკუმენტი ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ პრაქტიკულად უნდა დაიწყოს მუშაობა. სავარაუდოდ, ეს თებერვალში განხორციელდება და დადგენილებას მთავრობა მიიღებს“, - განაცხადა ქანთარიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ განათლების მინისტრის იდეაა, სპორტი განათლების სამინისტროში დარჩეს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც ქანთარია აღნიშნავს, სამინისტროების გაყოფა პრობლემას არ შექმნის, რადგან კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი ცალკე მუხლად არის გამოყოფილი.

„კულტურის ბიუჯეტი ცალკეა და 5 მილიონის დამატება მოვახერხეთ წელს. თეატრების, მუზეუმების წარმომადგენლებს ხელფასები, პენსიები მოემატათ. ამიტომ გაყოფა არ შექმნის პრობლემას, უმტკივნეულო პროცესი იქნება. ამასთან არ შეიქმნება შენობის პრობლემას, რადგან კულტურის სამინისტროს შენობაც არსებობს. რაც შეეხება მინისტრს, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ბადრი მაისურაძე არის ძალიან კარგი კანდიდატურა, თუმცა, არ ვიცი მისი განწყობა როგორია. ჯერ გავყოთ სამინისტროები და შემდეგ ვისაუბროთ მინისტრზე“, - განაცხადა ქანთარიამ.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.