ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომების გამცდენი დეპუტატები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ წელს, სულ 35 სხდომა ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტჯერ, 30-30-ჯერ არ დაესწრნენ სხდომას ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები, ირაკლი ღურწკაია და გელა თოლორაია. გელა თოლორაიას სამი გაცდენა შვებულებით სარგებლობას უკავშირდება. მხოლოდ ერთხელ არ დაესწრო წარმომადგენლობითი ორგანოს შეკრებას განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია.

დანარჩენი დეპუტატების მონაცემები ასეთია:

ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომრემ და წევრმა, ანა წითლიძემ და დავით შელიამ სხდომა 28-ჯერ გააცდინეს.

27-ჯერ ოთარ მარშავამ და ზვიად ყორშიამ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მალხაზ ციკუტანიამ 23-ჯერ.

22-ჯერ არ დასწრებია სხდომას უმრავლესობის დეპუტატი გოგიტა ზარქუა.

სალომე ფაცაციამ სხდომა 21-ჯერ გააცდინა. ერთხელ შვებულების მიზეზით. ამდენივე გაცდენა აქვს პაატა ებრალიძეს.

მამუკა თოლორაია წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე 20-ჯერ არ იმყოფებოდა. დავით ჭაფანძე 19-ჯერ.

ჯონი ჯიქიას 18 გაცდენა აქვს. აქედან სამი შვებულების დღეა. ამდენჯერვე არ დასწრებიან სხდომას ზაზა ხუბუას, პაატა ადამიას და ზურაბ გოგოძეს.

17-ჯერ ამირან ჩხოლარიამ, მამუკა ყურაშვილმა და რევაზ თორდიამ.

მანანა მებონია და გიორგი თოდუა არიან დეპუტატები, რომლებმაც სხდომებს 16-ჯერ არ დაესწრნენ.

15-ჯერ არ დაესწრო სხდომას გოგი თოდუა. 14-ჯერ ედიტა კოდუა. აქედან ორ შემთხვევაში მივლინებით იმყოფებოდა.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია წლის განმავლობაში საკრებულოს სხდომებს 12-ჯერ არ დაესწრო. მათ შორის ოთხჯერ შვებულებაში იმყოფებოდა. ამდენჯერვე გააცდინა სხდომა გიორგი კუკავამ.

რამაზ ჯაბუამ, ზვიად ქირიამ და თენგი ალმასიამ სხდომები 10-ჯერ გააცდინეს. 9-ჯერ მიხეილ ჯობავამ. აქედან ერთხელ შვებულების მიზეზით. ამდენივე გაცდენა აქვს არჩილ ბერანძეს და ლაშა ესებუას.

რვა გაცდენა უფიქსირდება ირუზა კაკვას. სამ შემთხვევაში ის მივლინებით იმყოფებოდა. ამდენჯერმე გააცდინა სხდომა დაზმირ ძიმცეიშვილმა. ოთხჯერ შვებულების გამო.

შვიჯერ გააცდინეს საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ და ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ. მათგან სამჯერ შვებულების მიზეზით.

ექვსჯერ არ დაესწრო წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია. მათ შორის ერთხელ შვებულებით იმყოფებოდა. ამდენჯერვე გააცდინა სხდომა სოსო გოგოხიამ, ტარიელ გაბულდანმა და ჯონი ზარანდიამ. ზარანდიამ მერის დღეს უკვე მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოში გასული წლის 25 ივლისს შეცვალა. ამდენივე გაცდენა აქვს ზაზა პროკოპენკოს. ორჯერ შვებულების მიზეზით.

ხუთი გაცდენა აქვს გია დანელიას. ოთხ-ოთხი თამუნა ჯიქიას და ჯანსუღ ჯაბუას.

სამჯერ არ დაესწრო სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მხოლოდ სამ სხდომას არ დაესწრო. ერთ შემთხვევაში ის შვებულებაში იმყოფებოდა. ამდენივე გაცდენა აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას, ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას და ირაკლი ჯანაშიას.

სამჯერ არ დაესწრო სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით გახარია. სამივე შემთხვევაში ის მივლინებით იმყოფებოდა.

ორი გაცდენა აქვს ზაზა ანდრიაძეს და ყოფილ დეპუტატ კონსტანტინე კაკავას, რომელსაც მერის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით, უფლებამოსილება შარშან, პირველ ივლისს შეუწყდა.

"ლაივპრესმა" 18 იანვარს გამოაქვეყნა ინფორმაცია, სიტყვის უფლებით მოსარგებლე და "მდუმარე" დეპუტატებზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.