პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული წალენჯიხაში დააკავეს
სამეგრელოს პოლიციამ სამართალდამცველზე თავდასხმის
მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავა წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი, 51 წლის გელა ქანთარია.
გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გელა ქანთარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.