ახალი ამბები
წულუკიანის ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს - არასამთავრობოები
FaceBook Twitter
E-mail Print
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებას გამოეხმურნენ.

„ეს ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

პრევენციის ეროვნული მექანიზმი დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზმს, რომელსაც უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და შეამოწმოს იქ განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა დახურულ და მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების უფლებამოსილების განსაზღვრისას საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ეყრდნობა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრულ პრინციპებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით აიღო და რომელიც მოცემულია ოქმის მე-20 მუხლში, სწორედ თავისუფლებააღკვეთილი პირისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის შეხვედრის კონფიდენციურობას შეეხება. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმი უზრუნველყონ „მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;“ ამავე მუხლში ნათქვამია, რომ მონიტორებს აქვთ „მოსანახულებელი ადგილების ან პირების საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება.“

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი გადაწყვეტს, პატიმარს გაესაუბროს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნული კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია და უხეშად არღვევს ზემოთ მითითებულ პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუარესებაზე არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ წამების პრევენციის ეროვნული კომიტეტიც ალაპარაკდა. ამ უკანასკნელის 2018 წლის ვიზიტის ამსახველ ანგარიშში მოცემულია უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შორის გახშირებული ძალადობის შემთხვევებსა და ე.წ. მაყურებლების გავლენაზე, რაც უდიდეს გავლენას ახდენს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახშირებაზე, ასევე, სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოებისა და სახალხო დამცველისთვის, განხორციელებული ძალადობის თაობაზე მსხვერპლისა და თვითმხილველების მხრიდან ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან ინტეგრირების შემდგომ, აღნიშნული უწყება საჯარო ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, აღარ გასცემს, რის თაობაზეც პასუხისმგებლობა ასევე იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ეკისრება. საჯარო ინფორმაციის სისტემატური გაუცემლობის თაობაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში. აღნიშნულს ასევე ადასტურებს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ინტერესის სფეროსაც პენიტენციური სისტემა წარმოადგენს“, ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი ,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის ,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია”,ადამიანის უფლებათა ცენტრი.

დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, ომბუდსმენის ანგარიშის განხილვაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობის და ქმედებების გამო. მან ასევე მიიტანა ვიდეო, სადაც ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოხუმი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს
შესვლას
18:36 / 26.02.2020
სოხუმი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს შესვლას
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჭადრის ხეზე პალმა ხარობს.
16:10 / 26.02.2020
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჭადრის ხეზე პალმა ხარობს.
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩა N18 - ში, ორი ასწლოვანი ხე მოჭრეს.
15:41 / 26.02.2020
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩა N18 - ში, ორი ასწლოვანი ხე მოჭრეს.
წალენჯიხის სოფელ ლიაში, საფლავის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:40 / 26.02.2020
წალენჯიხის სოფელ ლიაში, საფლავის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში გათოვდა. თოვა ხანმოკლე იყო და მალევე დადნა.
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.