ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს 40 დეპუტატს წლის განმავლობაში ინიციატივა არ ჰქონია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 50 დეპუტატია. შარშან, 2019 წელს კი ინიციატივები მხოლოდ ათმა მათგანმა წარადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი, რვა ინიციატივა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თამუნა ჯიქიას ეკუთვნის. თითო-თითო ინციატივები ჰქონდათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას და წევრებს - ირუზა კაკავას, ირაკლი ლაგვილავას, ედიტა კოდუას და მამუკა ყურაშვილს.

თამუნა ჯიქიას წინადადებებია:

1 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისდა ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანა.

2 - ზუგდიდში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენა.

3 - მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცება.

4 - საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება.

5 - საზოგადოებრივი ცენტრების გახსნა დარჩელი, ცაიშსა და ყულიშკარში.

6 - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცება.

7 - ინიციატივა შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე) უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებლო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ.

8 - ინიციატივა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სხვადასხვა ობიექტზე: რესტორნებში, კაფე-ბარებში, სასტუმროებში, მაღაზიებსა და მსგავსი ტიპის, დაწესებულებებში, სარეკლამო წარწერების ქართულ და შემდეგ უცხოურ ენაზე განთავსებაზე.

იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, სანდრო სორდიას ანგარიშზეა ექვსი ინიციატივაა. ესენია: 1 - ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ. 2 - არსებული შუქნიშნების ხმოვანი სიგნალებით აღჭურვა. 3 - საიმიჯო დაფების განთავსება. 4 - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფინანსური თანამონაწილეობის 10% დან 5% ჩამოწევა. 5 - მწვანე ბიუჯეტის კონცეფცია. 6 - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - მერია საკრებულო, სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცება.

სამი ინიციატივა გააჟღერა გასულ წელს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ. ერთი ეხებოდა ააიპ-ების რეორგანიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფის შექმნას. მეორე გულისხმობდა ადგილობრივი ბიუჯეტის 2019 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობას ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი საკითხია გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიამ საკრებულოში ერთი წლის განმავლობაში სამი ინიციატივა წარადგინა. ერთი ეხებოდა მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცებას. მეორე ნაწულუკუს უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდების მინიჭებას, მესამე კი ფაიფურისა და საჯვაროს დასახლებებში რამდენიმე ქუჩისთვის სახელის მინიჭებას.

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას ორი ინიციატივა ეკუთვნის. ერთი ეხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპორტული ობიექტების - მოედნების და დარბაზების სახელდების წესს, მეორე კი მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცებას.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას, მას 2019 წელს წელს მხოლოდ ერთი ინიციატივა ჰქონდა - ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის გარე იერსახის მოწესრიგებისთვის სამისამართო აბრების განთავსების თაობაზე.

ამდენივე ირუზა კაკავას, რომელიც კოკი-ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალურ ტრასაზე ევკალიპტების ქარსაცავი ზოლის დაცვას ეხებოდა.

ერთი ინიციატივა ჰქონდა ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას. მისი წინადადება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბჭოთა სახელების გადარქმევას გულისხმობდა.

ერთი ინიციატივა ეკუთვნის ედიტა კოდუას - სატენდერო კომისიის მონიტორინგისთვის კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საკრებულოს წევრების, თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ.

ამდენივე მამუკა ყურაშვილსაც - ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის გამოყოფის შესახებ, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად დასუფთავების სამსახურში მომუშავე ადამიანებისთვის.

ოფიციალური ინფორმაციით, ინიციატივები უმრავლესობის სხვა დეპუტატების მსგავსად, არ ჰქონიათ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს.

უფრო ადრე, "ლაივპრესმა" გამოაქვეყნა მონაცემები, საკრებულოს გამცდენ და "უსიტყვო" დეპუტატებზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.