ერთი წლის განმავლობაში, ზუგდიდის საკრებულოში ინიციატივა მხოლოდ ორ ფრაქციას ჰქონდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ ექვსი ფრაქციაა. 2019 წელს
წარმომადგენლობით
ორგანოს ინიციატივით მხოლოდ ორმა ფრაქციამ მიმართა - "ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და "მრეწველები".
ოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივა იყო შემდეგი დადგენილების პროექტი - საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცება.
ფრაქციის მესამე ინიციატივაა, სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენა. ეს ინიციატივა საკრებულოს აპარატის მიერ მოწოდებულ ორ გრაფაშია აღნიშნული, ფრაქციის, და როგორც საკრებულოს წევრის და ფრაქციის თავმჯდომარის, თამუნა ჯიქიას ინიციატივა.
რაც შეეხება ფრაქცია "მრეწველებს", მათ ერთადერთი ინიციატივა ჰქონდათ - პროფესიული სწავლების განვითარების კუთხით დუალური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში.
"ლაივპრესმა" უფრო ადრე გამოაქვეყნა ინფორმაცია, დეპუტატთა ინიციატივების, დასწრების და სიტყვის უფლებით სარგებლობის მონაცემების შესახებ.