გულზე ნამდვილად მომხვდა - საკრებულოში „ლაივპრესის“ მასალას გამოეხმაურნენ
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატები
გამოეხმაურნენ "ლაივპრესზე"
გამოქვეყნებულ მასალას, სათაურით - "ზუგდიდის
საკრებულოს 17 "უსიტყვო" დეპუტატი, რომელიც ჩვენ ოფიციალურ
ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვამზადეთ. მათ პრეტენზიები ჰქონდათ
საკრებულოს წევრების "მდუმარედ" მოხსენიებაზე. ეს არის მასალა,
რომელიც ეხება შემდეგს - თუ ვინ და რამდენჯერ ისარგებლა სიტყვის
უფლებით საკრებულოს სხდომაზე შარშან, ერთი წლის განმავლობაში.
დეპუტატთა რიცხვი, რომელთაც საერთოდ არ უსარგებლიათ სიტყვით, არის
17.
საკრებულოს წევრებმა საკმაოდ ვრცელი დრო დაუთმეს მასალის შეფასებას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ დაიწყო ამ საკითხზე საუბარი და თქვა, რომ "შეიძლება არ ეწყინა, მაგრამ გულზე ნამდვილად მოხვდა ეს ყველაფერი". მისი თქმით, სტატია "მდუმარე დეპუტატებზე" ძალიან ცუდად დაიწერა და ერთგვარად შეურაცხმყოფელიც აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი "არაკორექტული ტექსტებით" არ მივმართავთ ერთმანეთს. თაზო ფაცაციამ განმარტა, რომ "ქართულ ოცნებას" და მათაც, აკლიათ პიარი, და რომ ყველაფერს, რასაც აკეთებენ, ინტერნეტით არ ავრცელებენ. მანვე მიმართა მედიას, რომ თუკი დაინტერესდებიან, მოიკითხონ, თუ რა გაკეთდა სოფლებსა თუ ქალაქის უბნებში მას შემდეგ, რაც "ოცნების" წარმომადგენლები აირჩიეს დეპუტატებად.
"საქმე შეიძლება ისე გავაკეთოთ, სიტყვა არ ვთქვათ იმდენი ღმრა და მჭევრმეტყველებით, როგორც არის ხოლმე. ზოგჯერ ადამიანი შეიძლება უემოციოდ და უსიტყვოდ გამოხატავდეს, მაგრამ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდეს. ეს არ უნდა გახდეს ქილიკის საგანი. მითუმეტეს, ისეთი დამოუკიდებელი მედიის მხრიდან, როგორიც არის "ლაივპრესი". შეიძლება არ მეწყინა, მაგრამ გულზე ნამდვილად მომხვდა ეს ყველაფერი", - აღნიშნა თაზო ფაცაციამ.
მას დაეთანხმა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. განმარტა, რომ უმრავლესობის დეპუტატები მდუმარედ ნამდვილად არ არიან. მანვე მოუწოდა მედიას, დაესწრონ კომისიის სხდომებს, სადაც ნახავენ, საკრებულოს წევრები, სოფლის მაჟორიტარები იქნებიან ისინი, თუ პროპორციული სიით გასულები, როგორი სიმწვავით, კომპეტენტურად აყენებენ საკითხებს და მსჯელობენ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე.
"როცა საკითხი გამოდის საკრებულოზე, უკვე დამუშავებულია და გათვალისწინებულია თითოეული მაჟორიტარის სიტყვა შეძლებისდაგვარად. ნებისმიერ სოფელში გაკეთებულ საქმეში, ინფრასტრუქტურული იქნება, სოციალური თუ სხვა, უდიდესი წვლილია მაჟორიტარების და იქ უკვე ასახულია მაჟორიტარების სიტყვა. ასე რომ, მდუმარე ნამდვილად არ არიან. მათი სიტყვის ძალა შეგიძლიათ კომისიების მუშაობაში იხილოთ.
თუ ისინი საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებას არ იყენებენ, ეს არის დამუშავებული საკითხის შედეგი და ყველა აფიქსირებს თავის აზრს. გამოიყოფიან სპიკერები, რომლებიც კომენტარს აკეთებენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. და ეს ნამდვილად არ არის მათი ინერტულობის მანიშნებელი", - განმარტა მამუკა წოწერიამ.
საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა დეპუტატებს, "ამ სტატიით კიდევ უფრო გაძლიერდნენ", კიდევ უფრო მასტიმულირებელ ფაქტორად გამოიყენონ და მეტად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის საზრუნავში.
მათ პოზიციას იზიარებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თამუნა ჯიქია. მისი თქმით, საკრებულოს წევრის მუშაობა მხოლოდ სხდომებზე დასწრებას არ გულისხმობს. ის მოიცავს საკუთარ სამაჟორიტარო ოლქებში მუშაობას, სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვას.
"თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფრაქციის სხდომები. მდუმარეები კი არა, მე მაჩუმებენ და თვითონ საუბრობენ...მდუმარე დეპუტატები ჩემს რიგებში არ არის და სხვაგან თუ არის, ვერ გეტყვით", - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.
საკრებულოს წევრმა ტარიელ გაბულდანმა თქვა, რომ თურმე სიტყვის უფლებით შარშან ერთხელ ისარგებლა, თუმცა რაზე ისაუბრა, ვერ გაიხსენა.
ზუგდიდის საკრებულოს "უსიტყვო" დეპუტატებზე "ლაივპრესმა" მასალა 18 იანვარს გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, სიტყვის უფლებით მთელი წლის განმავლობაში არ უსარგებლია უმრავლესობის 14, და ოპოზიციის სამ დეპუტატს.
სულ საკრებულოს 50 დეპუტატი ჰყავს.