ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის ორ ააიპ-ში რეორგანიზაცია განხორციელდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ ააიპ-ში რეორგანიზაცია განხორციელდება. ეს ააიპ-ებია - "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი" და "საფეხბურთო კლუბი ოდიში 1919". კერძოდ, "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრს" გამოეყოფა ბავშვთა ფეხბურთის განყოფილება, და ეს სტრუქტურული ერთეული, სამი ასაკობრივი სექციის სახით, ჩამოყალიბდება "საფეხბურთო კლუბი ოდიში - 1919-ის ბაზაზე". გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის განმარტებით, მიზეზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში შესული ცვლილებაა, რომელიც სავალდებულოს ხდის ამ კატეგორიის გუნდებისთვის ბავშვთა საფეხბურთო, მინიმუმ სამი ასაკობრივი სექციის შექმნას. ეს იმისთვის, რომ "ოდიში 1919-მა უფრო მაღალ საფეხურებზე ასპარეზობა შეძლოს.

"ჩვენ მივიღეთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, რადგან აუცილებელი იყო ბავშვთა ფეხბურთის გამოყოფა. ეს იქნება ჩვენი საფეხბურთო კლუბის ქოლგის ქვეშ და მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, იზრუნოს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე. რაც შეეხება დიდ გუნდს, მუნიციპალიტეტს უკვე კანონით ეკრძალება ფინანსური დახმარების გაწევა. ის ფინანსდება ფეხბურთის განვითარების ფონდისგან", - განმარტა მამუკა წოწერიამ.

მისი თქმით, ბავშვთა განყოფილება საფეხბურთო კლუბს, საკუთარი ფინანსებით დაექვემდებარება. 

მამუკა წოწერიას თქმით, მათ ააიპ-ების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნეს, სადაც მსჯელობის ერთ-ერთი თემა და რეკომენდაციაც იყო,  "სპორტის დაწესებულებათა მართვის ცენტრიდან" ბავშვთა სკოლის გამოყოფა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მათ ფეხბურთის ფედერაციიდან მოიწვიეს სპეციალისტები და რჩევები მოისმინეს, თუ როგორ მიეღო ბავშვთა ფეხბურთს მატერიალური, თუ სხვა სახის სარგებელი ფედერაციიდან და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან. კერძოდ, მიიჩნიეს, რომ მიზანშეწონილი იყო ცალკე გამოყოფოდა და ჩამოყალიბებულიყო ფეხბურთზე სპეციალიზებული დაწესებულება:

"ვინაიდან სპეციფიკა გააჩნია ფეხბურთის ფედერაციას და წესდება, მის წესდებას უნდა აღიარებდეს, ააიპ-ი იქნება ეს, თუ სხვა ორგანიზაციული ფორმის საწარმო. ასეთ შემთხვევაში მიიღებს ის ბენეფიტებს ფედერაციიდან. ჩვენ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალკე ჩამოყალიბებულიყო მოზარდთა სკოლა ააიპ-ის სახით და ამ გადაწყეტილებას კენჭი ვუყარეთ და მივიღეთ".

მამუკა წოწერიას თქმით, ისინი დაარწმუნეს განხილვებისას, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ფეხბურთის განვითარებისთვის გაცილებით სასარგებლო იქნებოდა.

"ძალიან დიდი მონიტორიგნი იქნება ჩვენი მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე და იმ დასახული მიზნების რეალიზაციაზე, რომელსაც განვუსაზღვრავთ, როგორც ბავშვთა ფეხბურთს, ასევე "ოდიში 1919-ს". იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვების მომავალს, მათ თუნდაც პროფესიულ ასპარეზზე წარმატებით ასპარეზობას ეხება და მეორეს მხრივ ჯანმრთელობას, სადაც ფეხბურთში ჩართულბის მასობრიობა იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა მან.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ჭეჟიამ აღნიშნა, რომ მას მიზანშეწონილად მიაჩნია, კვარტალში, ან თვეში ერთხელ მოისმინონ, თუ რა შეიცვალა ამ რეორგანიზაციის შედეგად რა განახორციელეს.

ბავშვთა ფეხბურთის გამოყოფაზე საკრებულოში, 4 დეკემბერს იმსჯელეს, ააიპ-ების ერთი წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.