ამ რთულ პერიოდში საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად
გარდაცვლილთა
ოჯახებს უსამძიმრებს. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“
წერს, რომ ამ რთულ პერიოდში საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით
დგას.
„თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა. საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში. სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და ვუსურვებ სიმტკიცეს ადგილზე მომუშავე მაშველებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
24 იანვარს, აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას სულ ცოტა 29 ადამიანი ემსხვერპლა.