ზუგდიდის მერის მოადგილეს კონსულტანტი დაუნიშნეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავას
კონსულტანტი ჰყავს. ამ პოზიციაზე
მურმან ბუკია, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან, შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე დაინიშნა. ის მერის მოადგილის კონსულტანტად კულტურის,
სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში მუშაობას უკვე
შეუდგა. მან კოორდინაცია უნდა გაუწიოს ამ კუთხით მომუშავე დონორებთან,
არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ააიპ-ებთან ურთიერთობას.
მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მათთვის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხების განვითარებაა. ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო, სპორტული მიმართულებების გაძლიერება და ამ მხრივ სხვადასხვა სექტორის ჩართულობის გაღრმავება. შესაბამისად, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით, უფრო ფართომასშტაბიანი, სხვადასხვა სახის ღონისძიება დაიგეგმა. მერიისვე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალგაზრდული ცენტრიც უნდა აშენდეს.
რატომ შეირჩა მურმან ბუკიას კანდიდატურა, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისში, კერძო სექტორში. მათ შორის, სადაზღვევო კომპანია "ქართუში" ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერად და აქვს კერძო სექტორთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ურთიერთობის გამოცდილება. ამასთან, მერიაში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების მოზიდვაც.
"თქვენ იცით, რომ 2019 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგა ღონისძიებების ჩატარების ახალი პრაქტიკა, პარასკევი, შაბათი და კვირა დღე დაიტვირთა სხვადასხვა შინაარსის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებით, რაც გახდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ მეტი აუქტიურობა, მეტი ჩართულობა და სიახლეები", - გვითხრეს მერიაში.
რატომ გახდა საჭირო კონსულტანტის დანიშვნა, როცა მერიას ცალკე აქვს განათლების, კულტურის და სპორტის განყოფილებები, განმარტეს - ამ მიმართულებების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, როგორც საქმიანობის მოცულობები, ასევე ფინანსური ასიგნებები მზარდია. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ გამოწვევად რჩება ახალგაზრდების ჩართულობა. შესაბამისად, ამოცანაა შემდეგი - მუნიციპალიტეტი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის. ასევე, დაინერგოს ახალი პროგრამები და პროექტები.