ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერიის ააიპ-ი საწვავს დეპუტატ ჯუმბერ იზორიას ძმისგან ყიდულობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან საწვავს გამარტივებული, პირდაპირი წესით ყიდულობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, მერიას ინდმეწარმე ბადრი იზორიასთან გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულება 2018 წლის ივლისიდან აქვს გაფორმებული. ამ ხნის მანძილზე სულ 17 ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომელთაგან 16 შემთხვევაში ააიპ-მ საწვავი შეისყიდა, ერთხელ კი საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება. 2018 წელს პირდაპირი წესით საწვავი სამჯერ შეისყიდეს, 2019 წელს 12-ჯერ, 2020 წელს კი ერთხელ. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 145 966 ლარი შეადგინა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ მიერ საწვავის პირდაპირი წესით შესყიდვის პროცესში პრობლემატურია რამდენიმე გარემოება:

„ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, კერძოდ ტელეკოპმანია „რუსთავის 2“-მა 2018 წლის ოქტომბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზორიას ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოტანილი კონტრაბანდული საწვავი და სიგარეტი იყიდებოდა. სიუჟეტის გასვლიდან ერთ კვირაში იზორიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა ორ თვეში კვლავ უწინდელ პოზიციაზე აღადგინეს. 2019 წლის დეკემბერში კი ჯუმბერ იზორია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, მან პარლამენტში ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე ჩაანაცვლა, აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ს ელექტრონული ტენდერები საწვავის შესყიდვაზე არც ერთხელ არ გამოუცხადებია, ყოველ ჯერზე გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის მეთოდი აქვს გამოყენებული;

გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. როგორც წესი, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ყოველთვის იცის, თუ რა მოცულობის საწვავის შესყიდვა მოუწევს ყოველ შემდეგ წელს, მის შესასყიდად კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კონსოლიდირებული ან/და ელექტრონული ტენდერის მექანიზმებს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ბადრი იზორია ჯუმბერ იზორიას შვილის, გელა იზორიას ბიზნესპარტნიორია: იგი არის შპს „თაიგულის“ 15% წილის მფლობელი და დირექტორი, ამავე კომპანიის 32%-ს ფლობს გელა იზორია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, აღნიშნული გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიკერძოებულ მიდგომასთან დაკავშირებით.

მათთვის გაუგებარია, თუ რატომ აფორმებს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი“ საწვავის შესაძენად გამარტივებულ შესყიდვებს დაჩქარებულად. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, უნდა გამოცხადდეს კონკურენტული ტენდერი, რაც მომსახურეობის ფასს შეამცირებს და შესაძლო ფარული გარიგებების რისკს აღმოფხვრის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს, როგორც „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის“ მიერ საწვავის შესყიდვის პროცესის კანონიერების საკითხი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია იმ 20 მოქალაქეს შორის არის,
23:09 / 02.10.2022
ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია იმ 20 მოქალაქეს შორის არის,
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი
20:46 / 02.10.2022
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ
აფხაზეთში
13:48 / 02.10.2022
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ აფხაზეთში
12:04 / 02.10.2022
"აზოვის" პოლკის მეომრებს ტყვეობაში ყოფნისას რუსები ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველებს - აშიშვლებდნენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.