ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესარჩევად საკონკურსო კომისია შეიქმნება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესარჩევად საკონკურსო კომისია იქმნება. ეს გადაწყვეტილება ბაღის ადმინისტრაციამ მიიღო, როგორც განმარტავენ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. კომისია საჯარო მოხელეებით, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სულ 11 ადამიანით.

კომისიის ფარგლებში ლოგოს შექმნის კრიტერიუმებს მიიღებენ 1-9 თებერვლის ჩათვლით, რომლის საფუძველზეც, სოციალური ქსელის მეშვეობით კონკურსი გამოცხადდება.

კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი იდეები, 10-დან 23 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ. გამარჯვებული ნამუშევარი 28 თებერვალს დასახელდება.

ზუგდიდის მერიის მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი ორი პირი. მათგან ერთი მხატვარი, ან დიზაინერი. იგივე მოცემულობა ვრცელდება საკრებულოზეც. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ორი პირი უნდა დაასახელონ - მათ შორის ერთი, ადგილობრივი მედიიდან.

ამ კომისიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის მიერ წარდგენილი ერთი პირიც იქნება.

შოთა მესხიას სახელობის სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტიდან და დადიანების მუზეუმიდან თითო-თითო. "ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრიდან" ერთი წარმომადგენელი.

ამასთან, ამავე "ბოტანიკური ბაღების ცენტრის" მიერ მოწვეული იქნება კერძო პირი - მხატვარი.

საკონკურსო კომისიის შექმნის საკითხზე ხვალ, 30 იანვარს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა დაიგეგმა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა. თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა. დეკემბრის ბოლოდან პირველ თებერვლამდე, დამთვალიერებლების ვიზიტი უფასოა.