ახალი ამბები
მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ჯუმბერ იზორიას ბიუროსთან აქცია გამართეს [ფოტო]
მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები დღეს ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის ჯუმბერ იზორიას ბიუროში მივიდნენ. მათ ბიუროში ბენზინი და სიგარეტები მიიტანეს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ იზორიების პარპაშს, მათ უკანონო ბიზნესს კონტრაბანდული სიგარეტით და ბენზინით“, - ამბობს „შეცვალეს“წევრი მარიამ რიგვავა. ბიუროში იმყოფება ასევე ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი გოგა გულორდავა. 

აქცის მონაწილეებმა "მონა", "მონა", ასე მიმართეს ჯუმბერ იზორიას. მათ ხელში ჰქონდათ პლაკატი წარწერით "პოლიციელის ღირსება კიტაზე მაღლა დგას", "კონტრაბანდის გამსაღებელი", " ჩვენც იზორიები ვართ, ვერ დაგვაკავებთ". 

ცნობისთვის, 23 იანვარს მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, კიტა იზორიას აკავებს, რომელიც სამართალდამცავებს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. მოგვიანებით კი პოლიცია ათავისუფლებს იზორიას ძმას. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა. პოლიციელი ვიდეოს გასაჯაროვების შემდეგ ზეწოლაზე საუბრობს.