ჩხოროწყუში ჩვენს წევრებს სცემეს - "მოძრაობა შეცვალე" [ვიდეო/ფოტო]
ჩხოროწყუში, როგორც მოძრაობა "შეცვალე" აცხადებს, მათ სამ წევრს
სცემეს. ერთ-ერთი მათგანის,
ოთარ შენგელიას თქმით, მათ პარლამენტარ ჯუმბერ იზორიას ბიუროში, დღის
პირველ ნახევარში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ზუგდიდში
გადაინაცვლეს, სადაც ამ მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაცია დააფუძნეს.
უკან მობრუნებულები კი მაღაზიასთან გაჩერდნენ, კონკრეტული ნივთის
ყიდვის შემდეგ კი მანქანა დაქოქეს, რა დროსაც მისთვის უცნობმა პირმა
კარი გამოაღო და სახეში ფეხი დაარტყა. მისი ცნობით, როგორც გაარკვია,
ეს ადამიანი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ძმაა.

ოთარ შენგელია მომხდარს პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს, რადგან ამბობს, რომ ამ პირს არ იცნობს და მასთან შეხება არასდროს ქონია. მანვე განმარტა, რომ ორი პოლიციელი ინციდენტს შორიდან ადევნებდა და რეაგირება არ მოუხდენიათ მანამ, სანამ არ სცემეს.
"დღეს ჩვენ კვლავ ვიხილეთ იზორიების კლანი, რომელიც მ2-17 საუკუნის მმართველობის სისტემით მართავს ჩხოროწყუს. ყველაფრის ბატონ-პატრონები ესენი არიან რაიონში. ეს

ექსპერტიზა არ ჩამტარებია. ველოდები ადვოკატს. ამ პოლიციის იმედი არ მაქვს. მგონია, რომ ეს ადამიანი არის რიგითი შემსრულებელი. მისი დასჯა ჩემთვის არავითარ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. უნდა დაისაჯოს ის კრიმინალური სისტემა, რომელიც იზორიებმა 2012 წლიდან ჩამოაყალიბეს და გოგა გულორდავამ, რომელმაც პოსტი მოგვიძღვნა, მოუწოდა ძალადობისკენ ხალხს. ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებად კი არ მოგვიხსენია, არამედ არამედ ვიღაცის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლებად", - აცხადებს ოთარ შენგელია.

ის ამ წუთებში ჩვენების პოლიციაში მივიდა ჩვენების მისაცემად. მასთან ერთად იმყოფება ასევე შეცვალეს წევრი ირაკლი ნაჭყებია, რომელიც ირწმუნება, რომ ასევე მანქანაში იმყოფებოდა ინციდენტისას და მასაც მოხვდა ხელი სახეში, ისევე როგორც ამავე მოძრაობის კიდევ ერთ წარმომადგენელ ნუკრი ცქვიტიშვილს.

"შეცვალემ" პოლიციასთან, პროტესტის ნიშნად დატოვა წარწერებმა - "იზორიების კანტორა", "შეცვალე ჩხოროწყუდან მონა", პარლამენტარის ბიუროს კედელზე კი "მონა", "იზორიების კლანი" დატოვა.
აქ იმყოფებებიან ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი.
მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა დღეს ჩხოროწყუს დეპუტატების, ჯუმბერ იზორიას და მაჟორიტარის გოგა გულორდავას ბიუროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სკანდირებდნენ "მონა", "მონა". აქციის მონაწილეებმა ჯუმბერ იზორიას "კონტრაბანდის გამსაღებელი უწოდეს". მათ ასევე გამოხატეს პრეტენზია იმის გამო, რომ ლევან იზორიას ძმა, რომელზეც პოლიციელმა მამხილებელი ვიდეო გაასაჯაროვა, ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.

ცნობისთვის, 23 იანვარს მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, კიტა იზორიას აკავებს, რომელიც სამართალდამცავებს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. მოგვიანებით კი პოლიცია ათავისუფლებს იზორიას ძმას. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა. პოლიციელი ვიდეოს გასაჯაროვების შემდეგ ზეწოლაზე საუბრობს.
ბრალდებებს ჯუმბერ იზორია და გოგა გულორადავა უარყოფენ.