„შეცვალეს“ წევრების ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტთან დაავშირებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ"
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას, ორი ან მეტი
პირის მიმართ.
მოძრაობა "შეცვალე" აცხადებს, რომ მათ სამ წევრს დღეს პოლიტიკური ნიშნით სცემეს. განმარტეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა გაღიზიანება პარლამენტარის ბიუროში გამართულმა საპროტესტო აქციამ და "მხილებამ" გამოიწვია. ისინი ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტს ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის და დღეს პარლამენტარ ჯუმბერ იზორიას კლანი აკონტროლებს.
ბრალდებებს ჯუმბერ იზორია და გოგა გულორდავა უარყოფენ. მათი თქმით, "შეცვალე" კონკრეტული პარტიის ინტერესებს ახმოვანებს.
მოძრაობამ პოლიციასთან და პარლამენტარის ბიუროსთან საპროტესტო წარწერები დატოვა.