ახალი ამბები
უცხოელი ექსპერტები ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლეს განვითარებაში დაეხმარებიან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია "სოლიმარ ინტერნეიშენალის" ექსპერტები სტუმრობდნენ. მათ ორივე ტურისტული ობიექტი დაათვალიერეს და შეხვდნენ ხელმძღვანელ პირებს. საუბარი ერთობლივი მუშაობის სამომავლო გეგმებს შეეხო.

ორგანიზაციის დირექტორმა კრის სიკიმ "ლაივპრესს" განუცხადა, რომ ის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, საჭიროებებს ეცნობა, კონკრეტულ ლოკაციებს და ატრაქციებს, რომელთა კომერციალიზაციის კომპონენტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას და ტურისტული ობიექტების ადმინისტრაციებს დაეხმარებიან.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ევროპის და ამერიკის მასშტაბით, სხვადასხვა ატრაქციების კიდევ უფრო პოპულარიზაციის კუთხით მუშაობს და ადმინისტრაციებს კონსულტაციებს უწევს, როგორ გახადონ ცალკეული ობიექტები ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი და ამ გზით ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი.

"ვიმუშავებ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან, რომ შევისწვალო მისი არსებული მდგომარეობა და ერთობლივად დავსახოთ სამომავლო განვითარების გზები. ეს იმისთვის, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ გასაოცარი ტურისტული პოტენციალის შესახებ, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს და დახარჯონ აქ ფული", - აღნიშნა კრის სიკიმ.

ვიზიტის ფარგლებში სპეციალისტები ასევე გაეცნობიან რეგიონში ჯომარდობის სპეციფიკას და საჭიროებებს.

უცხოელი ექსპერტები, იუსაიდის მიერ დაფინანსებული ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში მოიწვიეს. ორგანიზაციაში ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ახალაიამ გვითხრა, რომ დასახული მიზნების ხორცშესასხმელად, ერთობლივად იმუშავებენ როგორც შიდა სტრუქტურული მიმართულებით, ისე ახალი კომერციული პროდუქტების დანერგვის კუთხით.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ განმარტა, რომ მათ აქვთ საკუთარი ხედვაც, თუ როგორ განავითარონ ტურისტულად ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე. ერთ-ერთი კომპონენტი ამ ხედვის, სწორედ უცხოელი ექსპერტების ჩართვაა, რომლებიც კონკრეტული გეგმების შემუშავებაში დაეხმარებიან.

"ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან და ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეიძლება. მუზეუმთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ვფიქრობთ, შეიძლება საინტერესო პროექტები გაკეთდეს ერთობლივად. იქ ბევრი მარკეტინგული მოქმედება შეიძლება განხორციელდესს, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს, ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს. მარტვილში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთანც შეიძლება დაკავშირება. ამ კუთხით, ერთიან ჩარჩოში ვფიქრობთ უფრო განვითარებას", - განაცხადა ლევან წულაიამ.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, იგეგმება საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, ერთობლივად რეკომენდაციებისა და განვითარების ხედვებზე შეჯერება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
13:58 / 26.05.2022
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
ულოცავს. მისი თქმით,
11:16 / 26.05.2022
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური
10:49 / 26.05.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, ქართველ
ხალხს და პრემიერ-მინისტრ
10:46 / 26.05.2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, ქართველ ხალხს და პრემიერ-მინისტრ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.