მესტიის განვითარებისთვის ევროკავშირმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
ევროკავშირის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლის
განვითარების პირველი საგრანტო
კონკურსი იწყება. ქეა ავსტრია, პიემსი კვლევით
ცენტრთან პარტნიორობით, გულისხმობს მესტიის 17-ვე ტერიტორიულ ერთეულში
ეკონომიკური განვითარების, სოციალური და არაკომერციული პროექტების
განხორციელებას.
საგრანტო კონკურსის მიზანია მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა, მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მესტიის მუციპალიტეტში ევროკავშირის "ლიდერის" მიდგომის დანერგვის გზით.
პროექტი "ლიდე მიდგომის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში - ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის", ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ფარგლებში, ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევის მობილიზაციას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის გააზრებისა და შემუშავების პროცესში მონაწილეობრივი პრაქტიკით, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ინიციატივები, როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური და არაკომერციული მიმართულებებით.
კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ.
საგრანტო კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი მოიცავს საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენას, მეორე კი სრული საპროექტო წინადადების წარდგენას.
საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 მარტი.
საგრანტო კონკურსით დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომელიც პასუხობს მესტიის მუნციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს.