„შეცვალეს“ აქტივისტის ცემის ფაქტზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს მოძრაობა ,,შეცვალეს”
წევრების მიმართ ბრალდებულ პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.
3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ბრალდებული გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ ზუგდიდის სასამართლოში განუცხადეს.
30 იანვარს, მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა დღეს ჩხოროწყუს დეპუტატების, ჯუმბერ იზორიას და მაჟორიტარის გოგა გულორდავას ბიუროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დასრულების შემდეგ ზუგდიდში მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაცია დააფუძნეს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, უკან მობრუნებულებს თავს დაესხნენ და სცემეს.
ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას, ორი ან მეტი პირის მიმართ.