ბოტანიკურ ბაღში გარე განათებების დაზიანებისთვის დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოტანიკურ ბაღში
სანათების
დაზიანების გამო ბრალდებულმა პირმა 1 წელი სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში უნდა გაატაროს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება,
- ამის შესახებ ინფორმაცია „ლაივპრესს“ ზუგდიდის სასამართლოში
უთხრეს.
17 იანვარს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
დაზიანებულია გარე განათების დაბალი 7 ბოძი.