ჩხოროწყუელმა მეფუტკრემ დედა ფუტკარზე საფრანგეთიდან შეკვეთა მიიღო
ჩხოროწყუელმა მეფუტკრე ბონდო აბაშიძემ საფრანგეთიდან დედა ფუტკარზე
შეკვეთა მიიღო,
თუმცა მეფუტკრე ამბობს, რომ დედა ფუტკრის გამოსაყვანად თანხა არ
აქვს.
„ჩვენებური კაცია საფრანგეთში წასული და იმას დაკავშირებია ფრანგი მეფუტკრე. უთქვამს, რომ 1500 მუხურის დედა ფუტკრის შეძენა სურს. სპეციალისტებთან ერთად ვიანგარიშეთ და საქმის დასაწყებად 70 ათასი ლარია საჭირო“, - გვითხრა ბონდო აბაშიძემ.
მისივე თქმით, 2014 წელს, გამოიკვლიეს 1000-მდე ოჯახი და იქიდან მხოლოდ 15 აღმოჩნდა ნამდვილი მუხურის ფუტკარი.
„განვაცალკევეთ ეს 15 ოჯახი. მუხურიდან 35 კილომეტრის მოშორებით, გავაშენეთ საჯიშე მეურნეობა ალპურ ზონაში, მთაზე. მას სახელად „ჸოროფა“ დავარქვი, რაც ქართულად „სიყვარულს“ ნიშნავს“, - ამბობს ბონდო აბაშიძე.
ის ამბობს, რომ უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, რომ ალპურ ზონაში შეძლონ დედა ფუტკრების გამოყვანა და მისი ევროპაში გაყიდვა.
„დედა ფუტკარს რომ გავამრავლებთ, ევროპას გვინდა ვუჩვენოთ როგორი საუკეთესო ფუტკარი გვყავს. იტალიური დედა ფუტკრის ფასი 60 ევროა, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენი იტალიურს 12 პარამეტრით ჯობია“, - ამბობს ბონდო აბაშიძე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურს მეფუტკრეობის დიდი ტრადიცია აქვს. საბჭოთა საქართველოში აქ საუკეთესო ფუტკრის საჯიშე მეურნეობა არსებობდა.
2016 წელს, მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზა აშენდა, სადაც ამჟამად თაფლის ლაბორატორიული შემოწმება ხდება.