ბერი მზად არის პასუხი აგოს - ნარკოდანაშაულში ბრალდებულის ადვოკატი
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის, სვიმონ ქავთარაძის საკითხზე,
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ფიქრობს
მისი ადვოკატი ჯიტა გულუა. მან არსებითი სხდომის დასრულების შემდეგ
"ლაივპრესს" უთხრა, რომ ჯერჯერობით, ოფიციალურად ბრალდების მხარესთან
ეს თემა არ განუხილავთ.
"ოფიციალურად მივმართავთ, რომ სასჯელის ნაწილი იყოს მინიმალური. ექვსი წლიდან იწყება სასჯელი და ჩვენ ვთხოვთ, რომ ხუთი, ოთხი ან სამი მიესაჯოს საპროცესოთი", - აღნიშნა უფლებადამცველმა.
ითანამშრომლებს თუ არა პროკურატურა საპროცესო შეთანხმების საკითხზე, ჯიტა გულუამ ჯერ არ იცის.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულ რომან მალანიას, ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
უფლებადამცველმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარე შეგნებულად ცდილობს გვერდი აუაროს მალანიას უდანაშაულობას და აღიაროს, რომ მას ნარკოდანაშაულთან შემხებლობა არ აქვს. თავს დამნაშავედ მიიჩნევს მხოლოდ სასულიერო პირი, ოღონდ არა ჯგუფური დანაშაულის ნაწილში.
"თუ ბერის სიტყვების არ ჯერათ, მაშინ რატომ დააკავეს? და თუ ჯერათ, მაშინ რატომ არ ათავისუფლებენ რომან მალანიას? რა საზომით ხელმძღვანელობს ბრალდების მხარე, გაურკვეველია", - განმარტა ჯიტა გულუამ პროცესზე.
მისი თქმით, რომან მალანიამ არ იცოდა, იდო თუ არა იმ ჩანთაში 42 შეკვრად დაფასოებული, 14,5 გრამი მეტადონი, რომელიც ბერმა თბილისში წასაღებად გაატანა, რადგან გიგა ქავთარაძეს ამის შესახებ მისთვის არაფერი უთქვამს. მალანიამ კი თავდაპირველად მხოლოდ იმ იმედით თქვა ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა, რომ მალე ყველაფერი გაირკვეოდა. ასევე ვერ დაიჯერა ბერის კავშირი ამ ყველაფერთან.
"სასულიერო პირი მზად არის პასუხი აგოს კანონის შესაბამისად. მე ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევები, როცა ბევრი უდანაშაულო ეწირება სხვის დანაშაულს. აქ კი პირიქითაა. ვაჟკაცურად აღიარა დანაშაული", - თქვა ჯიტა გულუამ.
თავის მხრივ, ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ორივე პირი დამნაშავეა და ეს ჯგუფური დანაშაულია. პროკურორ მარიამ ქორიძის განმარტებით, წინასწარ შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა შეუკვეთეს გიგა ქავთარაძემ და რომან მალანიამ, და ეს ნივთიერება 2 დეკემბერს, ჭითაწყარის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩზე უნდა მიეღოთ.
წინასასამართლო სხდომის განხილვა 23 მარტს, 15:00 საათზე განახლდება.
გიგა ქავთარაძეს და რომან მალანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვთ წარდგენილი, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ უფრო ადრე, საპატიმრო გირაო, 10 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.