ფოთის ყოფილი მერი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ ფოთის ყოფილი
მერი ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი საჯარო
მოხელეები პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას, 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის ნოემბერში აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ კიდევ სამ პირს: კულტურის სამსახურის უფროსს და მერის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლიას, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და მერის ყოფილ მოადგილე ლევან ჩოჩიას და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ყურუას.
ჯამში პროკურატურა 11 ბრალდებულიდან ხუთის პატიმრობას ითხოვდა დანარჩენების შემთხვევაში კი გირაოს. სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა ოთხის მიმართ, სხვებს კი გირაოს გადახდა დაეკისრათ.
ირაკლი კაკულია და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა. ჯამში პროკურატურა 528 821 ლარის გაფლაგვაზე საუბრობს, საიდანაც მათივე მტკიცებით, კაკულიამ 170 ათასი მიითვისა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.