ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში
დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში
მიიღებს მონაწილეობას. ნაკრები შეჯიბრზე ათი სპორტსმენით
გაემგზავრება. მათ შორის არის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ხობელი
ნუგზარ წურწუმია.
ღონისძიება 10-16 თებერვალს გაიმართება.
სპორტსმენი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020 წლის ახალი რეიტინგის ლიდერად დაასახელა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
ამასთან, ნუგზარ წურწუმია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელა.
ხობელმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შარშან, 15 სექტემბერს მოიპოვა. ევროპის ორგზის ჩემპიონია. ის არის ასევე მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორისაც.