ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დარღვევები გამოავლინა
FaceBook Twitter
E-mail Print
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელების ნაწილი, ჯამში 19,846.8 ათასი ლარი და გარკვეული სახის დარღვევები გამოავლინა. ერთ-ერთი სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შეეხება.

კერძოდ, აუდიტმა მიიჩნია, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა არაქმედითი ღონისძიებები განახორციელა. მათივე თქმით, გაწეული ხარჯის მიუხედავად, მასალების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია, სტიქიის შედეგები კი არ არის ლიკვიდირებული. 

აუდიტის სამსახურისვე განმარტებით, მოსახლეობის უმეტესობას არ მიეწოდება სასმელი წყალი და ისინი ჭებით და წყაროებით სარგებლობენ. ხარვეზები შესწავლის შედეგად, გამოვლინდა მიწოდებულ წყლის ხარისხთან დაკავშირებითაც. თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად პასუხისმგებელ პირებს სათანადო ზომებისთვის არ მიუმართავთ.

"მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად", - ნათქვამია დასკვნაში.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამის ფარგლებში იმაზე მეტ ვალდებულებას იღებდა, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა გათვალისწინებული. ეს იმ ფონზე, როცა გასულ წლებში აღებული ვალდებულებების დაფარვა არ გაუთვალისწინებიათ. აგრეთვე არ ჰქონდა გათვალისწინებული წინა წლებში აღებული ვალდებულებების დაფარვა. ამავე დასკვნის მიხევით, სამედიცინო დაწესებულებებმა კუთვნილი თანხები დაიბრუნეს სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა დამატებითი ხარჯი გასწია.

აუდიტი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ანაზღაურდა, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

"შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მერიის შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვის და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა", - ვკითხულობთ დასკვნაში.

დარღვევები, რომელიც მასალაშია აღნიშნული, 2017-2018 წლების პერიოდს მოიცავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.