ჩხოროწყუს მერია აუდიტის გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებას გეგმავს
ჩხოროწყუს მერიაში ეთანხმებიან იმ შენიშვნებს, რაც სახელმწიფოს
აუდიტის სამსახურმა მათ ბიუჯეტთან
დაკავშირებით მოამზადა. საფინანსო-საბიუჯეტო
სამსახურის უფროსმა ზაზა ხორავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ყველაფრის
ასი პროცენტით შესრულება, რაც დასახული აქვთ, ვერ მოხერხდა, ამიტომ
დაფიქსირდა გარკვეული დარღვევები.
მისივე თქმით, ამ შენიშვნებს იზიარებენ და მათ გამოსასწორებლად იმუშავებენ.
"დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა, ამაზე თვითონ აუდიტის სამსახურისგან არის რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე უკვე გაგზავნილია შესაბამისი სამუშაო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გამოსწორება", - განმარტეს ჩხოროწყუს მერიაში.
მისივე თქმით, თითოეული რეკომენდაციების მიხედვით პრობლემის აღმოფხვრას თავისი ვადები აქვს, თუმცა ყველაფერი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოსწორდეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელების ნაწილის შესწავლის საფუძველზე და დარღვევები აღმოაჩინა. ეს შენიშვნები სხვადასხვა შინაარსისაა.