ახალი ამბები
ქალებისთვის ხორცსაკეპების ჩუქება დისკრიმინაციულია - უფლებადამცველები მერიის ტენდერზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალთა დღესასწაულებისთვის ზუგდიდის მერიის მიერ ხორცსაკეპი მანქანების შეძენაზე ტენდერის გამოცხადებას გამოეხმაურნენ ქალთა უფლებადამცველები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ციცინო შენგელიას განცხადებით, ქალებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპი მანქანების შეძენა მერიის მხრიდან სექსისტურია.

„ძალიან აღმაშფოთებელია და როგორც ქალისთვის, შეურაცხმყოფელია. დღეს, პროგრესის ეპოქაში ქალები კოსმოსურ ექსპედიციებში დავდივართ, პოლიტიკაში მოსვლა გვინდა, ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის და ამ დროს, ზუგდიდის მერია გვეუბნება ყველა აქტივისტ ქალს, ვინც ცდილობს, თავისი ადგილი დაიმკვიდროს, რომ არ გვაინტერესებ, ხორცსაკეპ მანქანას გიყიდი, კუხნაში დაჯექი, კოტლეტები და გუფთები გამიკეთეო. ეს აკნინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების როლს, ფუნქციას და ადგილს საზოგადოებაში “, - ამბობს ციცინო შენგელია.

ქალთა დღისათვის ხორცსაკეპი მანქანების შეძენაზე ტენდერის გამოცხადება დისკრიმინაციულია „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის ცაბუნია ვართაგავასთვისაც.

„ძალიან გაბრაზებული ვარ. ამით მერია ხელს უწყობს სტერეოტიპის - „კუხნაში ქალის“ გამყარებას, რაც ისედაც ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყანაში. შეიძლება მერიას არ ჰყავს გენდერის სპეციალისტი, მაგრამ მინიმალური ცოდნაა საჭირო, რომ ასეთი შეცდომა არ დაუშვა“, - ამბობს აქტივისტი.

ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ გვითხრა, რომ მერიის მიერ ქალებისთვის ხორცსაკეპი მანქანების საჩუქრად გადაცემა მისთვის მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ჩატარდა მოკვლევა და გამოვლინდა ქალთა ჯგუფი ამ საჭიროებით.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, დისკრიმინაციის გარდა უფლებადამცველები სხვა ხარვეზებსაც ხედავენ.

ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია “წარმატებული ქალების“ შერჩევის პროცედურა.

ციცინო შენგელია კი ფიქრობს, რომ იმ ქალების შერჩევაში, ვისთვისაც მერია ხორცსაკეპი მანქანების გადაცემას აპირებს, არცერთმა ორგანიზაციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„მერია ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგნენ წარმატებულ ქალებსო. ეს ერთის მხრივ ქალების დაცინვაა და მეორეს მხრივ, არასამთავრობოების მუშაობის გაუფასურება. როგორ უნდა შეუწყოს ხელი თავმოყვარე ორგანიზაციამ იმას, რომ ქალთა დღესასწაულებისთვის თვითმმართველობა არიგებდეს ხორცსაკეპებს და ბლენდერებს“, - ამბობს ციცინო შენგელია.

„ლაივპრესი“ დაუკავშირდა ზუგდიდში მოქმედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას. მათ გვითხრეს, რომ „წარმატებული ქალების შესარჩევად“ მათ მერიიდან არავინ დაკავშირებიათ.

მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს. საუბარია 20 ხორცსაკეპ მანქანაზე.

ადგილობრივ ხელისუფლებაში "ლაივპრესს" განუმარტეს, რომ მერიისგან ოც, ადგილზე მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციას გაეგზავნება წერილი, ისინი კი თავის მხრივ, თითო ადამიანს წარმოადგენენ. ტექნიკას სწორედ მათ გადასცემს მერია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.