რატომ შემორჩა ნაძვის ხე დარჩელს - „კეთილმოწყობის“ განმარტება
ზუგდიდის "კეთილმოწყობის ცენტრის" ხელმძღვანელი განმარტავს, თუ რატომ
შემორჩა დღემდე
სოფელ დარჩელში ნაძვის ხე, სადღესასწაულო განათებებით მორთული.
დიმიტრი ფაცაციამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ საახალწლოდ ასე მასშტაბურად
განათებული მუნიციპალიტეტი ჯერ არ ყოფილა, და რომ საახალწლო
დეკორაციები თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაამონტაჟეს. მის
ყველგან დაშლას კი შრომა და დრო სჭირდება.
"ეტაპობრივად ვშლით, ვაკეთებთ. პარარელურად ნარაზენშიც მუშაობენ, ცაცხვშიც, ჩხორიაშიც. რატომ იმას არავინ ამბობს, რომ ამდენი ადმინისტრაციულ ერთეული განათდა საახალწლოდ, რომ ლამაზია და მოსახლეობა კმაყოფილია?", - აღნიშნა დიმიტრი ფაცაციამ.
მისი თქმით, მუშაობენ შაბათ-კვირის მიუხედავად, როცა ამის საჭიროებაა. მანვე უარყო ინფორმაცია, თითქოს დარჩელში ნაძვის ხის დემონტაჟი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მასალა "ლაივპრესმა" გამოაქვეყნა.
დიმიტრი ფაცაციას განმარტებით, ეს სიმართლე არ არის, და რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადაც კი დარჩა საახალწლო განათებები, სადემონტაჟო სამუშაოები გრძელდება.
თავდაპირველად "ლაივპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარჩელში ნაძვის ხე ჯერ კიდევ დგას. სოფელში მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ დემონტაჟი დღეს ან ხვალ მოხდებოდა. მასალის გამოქვეყნებიდან მალევე, ნაძვის ხე დაშალეს.