სვანეთში, ტრადიციული დღესასწაული "ლამპრობა" აღნიშნეს [ვიდეო]
ლამპრობა ერთ-ერთი უძველესი ქართული სახალხო დღესასწაულია,
რომელიც მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი.
დღესასწაულის ზუსტი მნიშვნელობა უცნობია, თუმცა ერთ-ერთი თქმულების თანახმად, ის მიცვალებულთა მოსახსენიებლად ტარდებოდა,
ტრადიციისამებრ, ღამით, თითო სვანური ოჯახიდან იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც ჰყავთ და საფლავებთან მიაქვთ.
დილის ექვს საათზე ყველა ოჯახიდან, უხუცესები ახალგაზრდებთან ერთად ლამპრებით ხელში სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე ადგილას იკრიბებიან და განთიადს წმინდა გიორგის საგალობლით ხვდებიან და მლოცველებს წმინდა გიორგის ქუდის დამხურავებს ეძახიან. ოჯახებში ცხვება სალოცავი კვერები და ფერხულში გადაჯაჭვული - გიორგის მეომრები, მისი “ქუდის დამხურავები” გამრავლებას, მომავალი მებრძოლების დავაჟკაცებას, სიუხვეს ევედრებიან წმინდა გიორგის.
"ლამპრობის" დღესასწაულზე ვიდეო გუბერნატორის პრესსამსახურმა გაავრცელა.