როგორი უნდა იყოს ბოტანიკური ბაღის ლოგო - კონკურსის პირობები
"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" ლოგოს შესაქმნელად საკონკურსო
ზოგადი პირობები
განისაზღვრა. ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლოგო უნდა იყოს
პოზიტიური, მარტივი და ადვილად აღსაქმელი. ის არ უნდა იწვევდეს მცდარ
ასოციაციებს. ასევე, ლოგო არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და უნდა იყოს
ვიზუალურად მიმზიდველი.
ლოგო უნდა შეესაბამებოდეს ბოტანიკური ბაღის საქმიანობას. მასზე აუცილებლად ფიგურირებდეს ენდემური სახეობის მცენარე, ან მცენარის შემადგენელი ნაწილი. მაგალითად, კოლხური ბზა, ძელქვა თუ სხვა.
მასზე უნდა იყოს დატანილი დადიანების საგვარეულოს მაიდენტიფიცირებელი შენობის კონტური, ორნამენტი, აბრევიატურა ან სხვა დეტალი, რომელიც დაკავშირებული იქნება სამეგრელოს მთავრებთან.
ასევე, ლოგოზე ბოტანიკური ბაღის დაარსების თარიღი - 1840 წელი უნდა გამოისახოს და წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე - "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი".
რაც შეეხება ტექნიკურ პირობებს, ლოგო უნდა იყოფოდეს ორ ნაწილად - გაფართოებული და ცალკეული მისი დეტალი. ცალკეული ნაწილი უნდა ინარჩუნებდეს გაფართოებულ ლოგოსთან ასოციაციას.
ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლოგო პროგრამულად მარტივი დასამუშავებელი უნდა იყოს და ადვილად ექვემდებარებოდეს ზომების ცვლილებებს, მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.
ლოგოს დატანა შესაძლებელი უნდა იყოს, ქაღალდის საბეჭდ პროდუქციაზე (სავიზიტო ბარათები, ბროშურები, ბანერები), აქსესუარებზე (ჭიქები, საწერკალმები), სპეც. ტანსაცმელზე (ქუდები, მაისურები...).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს და რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
ლოგოს შემუშავების ვადებია 10 თებერვლიდან ათი მარტის ჩათვლით.
ერთმა ავტორმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი უნდა წარმოადგინოს.
გამარჯვებულს არაუგვიანეს 20 მარტისა დაასახელებენ.
ლოგოს ბიუჯეტი 2000 ლარია.
გამარჯვებული ნამუშევარი ხდება "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საკუთრება.
ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესაქმნელად კომისია უკვე დაკომპლექტდა.