ქალებისთვის ხორცსაკეპის ჩუქებაზე გენდერული საბჭო იმსჯელებს - ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი
ზუგდიდის მერიამ ქალთა დღესასწაულებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპი
მანქანების
შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რასაც უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა. მათი
შეფასებით, ქალისთვის ხორცსაკეპი მანქანის ჩუქება
დისკრიმინაციულია.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ საკითხზე გენდერული საბჭო იმსჯელებს.
„საბჭო შეიკრიბება. ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გარკვეული სახის რეკომენდაციებს მივცემთ მერიას, თუ რა სახის საჩუქრების გაცემაა უმჯობესი ქალთა დღესასწაულებზე“, - გვითხრა ეკა კიფაიამ.
მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 7 თებერვალს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს. საუბარია 20 ხორცსაკეპ მანქანაზე.