ახალი ამბები
ზუგდიდდასუფთავებამ 72 თანამშრომელზე ფულადი დანამატი გასცა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიის ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ 2019 წელს, 72 თანამშრომელზე პრემია და ფულადი დანამატები გასცა, რისთვისაც ჯამში 19732 ლარი დაიხარჯა.

მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრის შესყიდვების განყოფილების უფროსმა, როგორც წარჩინებულმა თანამშრომელმა 600 ლარის ოდენობის დანამატი მიიღო. იგივე მიზეზით, ასევე 600 ლარი გადაეცა სატრანსპორტო განყოფილების უფროსს.

კოლხური ღვინის ფესტივალზე დამატებით მუშაობისთვის 300 ლარი მიიღო დირექტორის პირველმა მოადგილემ, უბნის 2-მა უფროსმაც ასევე 300-300 ლარი.

იგივე თანხა ჩაერიცხა საზოგადოებასთან უღთიერთბის სამსახურის უფროსს და საწყობის გამგესაც.

ცენტრის ზედამხედველობის სამსახური უფროსის მოადგილემ კი, დანამატის სახით მიიღო 375 ლარი, 325-325 ლარი სამმა ბრიგადირმა.

200-200 ლარი დაერიცხა ორ კონტროლიორს, 350-350 ლარი 3 მძღოლს. მტვირთავებს, დამგველებს, დამლაგებელს, ჯამში 8 პირს გადაეცა დანამატი - თითოს 175 ლარის ოდენობით.

3 მტვირთავ მუშაზეც გაიცა პრემია, თითოზე 265 ლარის ოდენობით, 4 დამგველზე გადანაწილდა ჯამში 1030 ლარი.

მოხეტიალე პირუტყვის დაჭერის გამო 96 ლარის ფულადი დანამატი გადანაწილდა 2 მძღოლზე. იგივე მიზეზით 2 მტვირთავ მუშაზე, თითოზე 15 ლარის ოდენობის დანამატი. ერთ პირუტყვის დამჭერზე იგივე მიზეით გაიცა 95 ლარი მეორეზე კი 59ლარი.

დეკემბრის თვეში 430 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი გაიცა ერთ დამგველზე, ერთ ზედამხედველზე 300 ლარი, 8 ბრიგადირზე ჯამში კი 2400 ლარი (თითომ 300 ლარი მიიღო).

9 მძღოლზე გადანაწილდა 2700 ლარი (თითოზე 300 ლარი), 1200 პირუტყვის 4 დამჭერზე (თითომ 300 ლარი მიიღო). ასევე დეკემბრის თვეში 3000 ლარი დაიხარჯა 10 მუშაზე. საუბარია დამგველებზე, მტვირთავებზე და მეველეებზე. ამ თანხიდან თითომ 300 მიიღო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური
მასალა შეამოწმეს.
23:04 / 29.05.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს.
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
20:27 / 29.05.2020
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
19:48 / 29.05.2020
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით
არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
19:14 / 29.05.2020
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
ვიდეო
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა.
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.