ახალი ამბები
რატომ გადააქვს ყინულის მოედანი მერიას, და არა მიწის მესაკუთრეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიამ ყინულის მოედნის დემონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ მოედანი ყოფილი კომკავშირის პარკში უნდა გადაიტანოს. დემონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 287,533 ლარი დაიხარჯება. მიწა ყინულის მოედნის გარეშე უკვე ნაყიდი აქვს დეველოპერულ კომპანია "მ²-ს".

სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე ჯერ კიდევ შარშან გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ მისი კომპანიისთვის მიწის მიყიდვის შემთხვევაში, ყინულის მოედნის დემონტაჟს და მერიის შერჩეულ ადგილზე აწყობას თავისი ხარჯებით უზრუნველყოფდა. კომპანია "მ²-მა" მიწაში 7 მილიონ 270 ათას 118 ლარი გადაიხადა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დემონტაჟის ტენდერში გაიმარჯვებს, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ნაწილს, ხარჯების გამოკლებით უკან დაიბრუნებს.

"ტენდერში მონაწილეობის მიღება "მ²-საც" შეუძლია. ვიცი, არის მათი დაინტერესებაც, მე მგონი და ალბათ მიიღებენ მონაწილეობას", - უთხრა "ლაივპრესს" მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსმა მიხეილ ჭკადუამ.

მისივე თქმით, მიწის მფლობელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ყინულის სახლის დემონტაჟის ვალდებულება მერიამ საკუთარ თავზე აიღო. თუ რატომ, მერიის წარმომადგენელი ასე განმარტავს:

"ჩვენ გავიტანეთ აუქციონზე და "მ²-მა" ინვესტიცია უნდა განახორციელოს. დემონტაჟი და მონტაჟი მეორე თემაა. ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და ინვესტიციად ვერ ჩაითვლებოდა", - გვითხრა სამსახურის უფროსმა.

საკრებულოში ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ "მ²" თავად დაშლიდა ყინულის მოედანს და გასწევდა ყველა აუცილებელ ხარჯს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მიწას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემდა.

ყინულის მოედნის გადატანაზე მზაობის შეასხებ შარშანდელ განცხადებას ახლაც ადასტურებს მიწის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი, მაგრამ მიწის ერთ ლარად გადაცემაზე არაფერს ამბობს.

"მიწის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონის პირობებში არაფერი იყო ნათქვამი ამ (დემონტაჟი) ვალდებულებაზე. ტერიტორიის შესაძენად კი ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ", - გვითხრეს კომპანიაში.

ყინულის მოედნის დემონტაჟის წინააღმდეგი არიან ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტები და კარვების აქციას გეგმავენ. როსტომ ზარანდიამ გვითხრა, რომ გააპროტესტებენ როგორც დემონტაჟს, ისე სასტუმროს მშენებლობას:

"შევეცდებით ტექნიკა არ შევაყვანინოთ და ყველას გავაგებინოთ, რა უმსგავსობა გააკეთეს ხალხის თვალწინ, ხალხის გარეშე, ხალხის სახელით".

კომპანია "მ²-მა" ყინულის მოედნის ტერიტორიაზე 8 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო ააშენოს.

მიწის გაყიდვის ინიციატივას შარშან არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. მიწის გასხვისების გადაწყვეტილება დაპირისპირებით დასრულდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო პლაკატები მიიტანეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ
21:45 / 30.06.2022
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ,
19:37 / 30.06.2022
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ,
სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა
19:19 / 30.06.2022
სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა "შინ ევროპისკენ" კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს
პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია,
16:45 / 30.06.2022
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.