ახალი ამბები
არ გვრჩება სხვა გზა, გარდა არბიტრაჟისთვის მიმართვისა - ანაკლიის კონსორციუმი
FaceBook Twitter
E-mail Print
როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ მიმართოს არბიტრაჟს, - აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მათივე თქმით, სახელმწიფოს იანვარში გაუგზავნეს დავის შესახებ შეტყობინება, რომლითაც კიდევ ერთხელ ითხოვეს შეხვედრა, დავის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. განმარტეს - იმის საპასუხოდ, რომ კვლავ მზად არიან ეძებონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, რათა მოხერხდეს პროექტის წარმატებით განხორციელება, საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით არ გადაუდგამს ნაბიჯები კონსტრუქციული დიალოგის და არბიტრაჟის თავიდან ასარიდებლად.

"კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში. მცდარია ყველა სხვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის, საწინააღმდეგო მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე თქმით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ყოველთვის მოქმედებდა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად და აგრძელებს იგივეს. კონსორციუმმა 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, რომ რეალობად ექცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ შეერჩია და დაეპარტნიორებინა პორტის ტერმინალის ოპერატორი, მოემზადებინა საფუძვლები პორტის დიზაინისა და მშენებლობისთვის, შეესრულებინა მნიშვნელოვანი წინა სამშენებლო, დაღრმავებითი და სარეკლამაციო სამუშაოები.

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, რომ კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ქმედებების შედეგად, კონსორციუმისთვის შეუძლებელი გახდა, დაესრულებინა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში.

საქართველოს მთავრობა კარგად აცნობიერებს პრობლემებს, რაც მან შექმნა, თუმცა კონსორციუმს ადანაშაულებს, თითქოს მან ვერ მოიზიდა ინვესტიციები, და ეს იქნა გამოყენებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად. კონსორციუმი არ ეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას. თუმცა, ცხადია, შეწყვეტის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებამ ნეგატიურად იმოქმედა ყველა ჩართულ მხარეზე. სახელმწიფომ გამოიხმო კონსორციუმის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები. დაღრმავების სამუშაოებთან დაკავშირებულ ჰოლანდიელ კონტრაქტორს ვან ოორდს მოუწია საინვესტიციო ტერიტორიიდან დემობილიზაცია. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ადგილზე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად აღარ არის ცხადი თუ როდის აშენდება და დაიწყებს ოპერირებას ანაკლიის პორტი", - აცხადებს კონსორციუმი.

კონსორციუმს მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეუწყვიტა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს, გარდა ამისა, მისი სიტყვებით, ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ანაკლიის პორტი კვლავ პრიორიტეტულია და ახალი ტენდერიც მალე გამოცხადდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.