ერგეტის საბავშვო ბაღში ხანძარი ლიკვიდირებულია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საბავშვო ბაღში გაჩენილი
ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის
სახურავი.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შენობიდან აღსაზრდელებისა და პერსონალის ევაკუაცია უვნებლად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საბავშვო ბაღისთვის ალტერნატიულ ფართს მოიძიებს, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. ზარალის დადგენის შემდგომ აღნიშნულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება",- აცხადებენ მერიაში.
შემთხვევის ადგილზე დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა, კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.