ერგეტაში დამწვარი საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის ახალ შენობას ეძებენ
ზუგდიდის სოფელ ერგეტის საბავშვო ბაღში დღეს სასწავლო პროცესი ვერ
განახლდა. შენობაში 12 თებერვლის
საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, სახურავი დაიწვა. ამიტომ, სოფელში
მერის წარმომადგენლის, რომან გაბრავას თქმით, დროებით ბავშვებს
ალტერნატიურ ფართში გადაიყვანენ. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ
სავარაუდოდ სწავლა ხვალ, 14 თებერვლიდან განახლდება. რა დრო
დასჭირდება სახურავის შეკეთებას, მან არ იცის. მისი აზრით, ცეცხლი
ელექტროსადენებისგან გაჩნდა.
თავის მხრივ, მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის მოძიება, რათა სწავლა მომავალი კვირიდან განაახლონ. განმარტეს - რადგან საუბარი ბავშვებს ეხებათ, ვალდებულები არიან, ობიექტი სხვადასხვა აუცილებელი კრიტერიუმის გათვალისწინებით შეარჩიონ.
"საბავშო ბაღების ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული, რათა სააღმზრდელო პროცესი მომავალი კვირიდან განახლდეს.
რაც შეეხება შენობის რეაბილიტაციის საკითხს, ამისთვის თავდაპირველად საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა, რათა დადგინდეს დაზიანების ხარისხი, რის შემდეგადაც გადაწყდება აღნიშნულ ობიექტზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების საკითხი", - გვითხრეს მერიაში.
ცეცხლი საბავშვო ბაღში 12 თებერვალს გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბავშვები შენობიდან დროულად გამოიყვანეს. ამასთან, მოასწრეს ინვენტარის გამოტანაც.
ერგეტაში სამეგრელოში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.