ახალი ამბები
აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის ექსპორტი დაიწყო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთში მიმოზის ექპორტი დაიწყო. ყვავილების პირველი პარტია 3 თებერვალს გავიდა. როგორც „აფსნიპრესს“ დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურში განუცხადეს, უკვე გატანილია ჯამში 413 კილოგრამი მიმოზა. მათივე ინფორმაციით, 2019 წელს გაცილებით მეტი იყო ციფრი და ანალოგიურ პერიოდში მისი რაოდენობა 655 კილოგრამს შეადგენდა.