ახალი ამბები
გაუქმდება თუ არა ტენდერი ხორცსაკეპებზე - გენდერული საბჭოს შენიშვნები მერიას [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოში გენდერულმა საბჭომ დღეს, მერიის მიერ ქალთა დღესასწაულებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად ტენდერის გამოცხადებაზე იმსჯელა.

სხდომას მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მერიის სოციალური სამსახურის უფროსის გოგი რევიას განცხადებით, ის იზიარებს შენიშვნებს, რომელიც გამოთქვა იმ "წარმატებული ქალების" შერჩევის მეთოდოლოგიაზე, რომელთაც ქალთა დღეს საჩუქრები უნდა გადაეცეს.

„შესაძლებელია შეირჩეს არა 20 არამედ 30 წარმატებული ქალი, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტით განსაზღვრული პირობები ვერ დაკმაყოფილდება. ტენდერი შეიძლება ჩაიშალოს, იმიტომ რომ შესაძლებელია გაიზარდოს იმ ქალთა რაოდენობა ვისაც საჩუქარი უნდა გადაეცეს. აქ ითქვა რომ შესაძლებელია საჩუქრად იყოს ვაუჩერიც, რომლის საშუალებითაც ქალი თავად აირჩევს რა იყიდოს. ასე, რომ გამოსავალი არის, მივიღებთ რეკომენდაციებს“, - განაცხადა გოგი რევიამ.

საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიდან მხოლოდ, „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ შეაფასა მერიის მხრიდან ხორსაკეპების ჩუქება დისკრიმინაციულად.

„არ მომწონს საჩუქრის შერჩევის ფორმა, არც შერჩევის მეთოდოლოგია, რითაც ხდება ამორჩევა იმ 20 ქალის. ზუგდიდის თვითმმართველობას, გენდერულ საბჭოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი განსხვავებული კულტურა დანერგოს, და შესაბამისად მესიჯები რომელსაც ქალებს ვუგზავნით, უნდა იყოს მიმართული მეტი შესაძლებლობების განვითარებაზე. მე ვისურვებდი რომ მერიასაც გაეხსნა დისკუსია საზოგადოებასთან ამ თემასთან დაკავშირებით, რომ მეტი დეტალური ინფორმაცია გვცოდნოდა მაგრამ მგონია, რომ მათთვის ეს ფორმა მისაღებია სულერთია რას ვიტყვით ჩვენ“, - განაცხადა ციცინო შენგელიამ.

მის შეფასებას დაეთანხმა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია.

„როდესაც არსებობს გენდერული საბჭო, ტენდერის გამოცხადებამდე ჩვენ უნდა განგვეხილა, როგორ შეიძლებოდა ქალთა დღის აღნიშვნა, ვისთვის და რა კრიტერიუმით შეგვერჩია ის ქალბატონები, რომელთაც დღეს არჩევს მერია. არ იყო სწორი მესიჯი ხორცსაკეპის ჩუქება, განსაკუთრებით დედის დღესთან დაკავშირებით. სექსისტურია და პირდაპირ მიუთითებს სტერეოტიპზე „ქალი ვიცი კუხნაში“, განსაკუთრებით ფრთხილები უნდა ვიყოთ ასეთი საჩუქრების და მისი გადაცემის დროს, კრიტერიუმების შერჩევისას“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ მერიის საჩუქარში დისკრიმინაციულს ვერაფერს ხედავს, თუმცა აქვს შენიშვნები, რაც უპირველესად, გულისხმობს კონსულტაციების გავლას საბჭოს წევრებთან.

„ჩვენი რეკომენდაციები ნიშნავს, რომ კონკრეტულად შეიძლება უფრო მეტი სფერო განისაზღვროს სადაც უწევს ქალს საქმიანობა. როცა ხდება ასეთი საკითხების გადაწყვეტა, აუცილებლად უნდა გაიაროს გენდერული საბჭოს სხდომა და მიიღოს რეკომენდაციები წინასწარ. ასევე უნდა ჩატარდეს საჭიროებების კვლევა როცა ქალთა დღეზეა საუბარი, უპირატესობა არ უნდა იყოს გადატანილი საჩუქარზე, არამედ მოეწყოს ისეთი ღონისძიებები რომელიც იქნება ქალთა უფლებებზე“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

რაც შეეხება, ტენდერის ჩაშლას, მისივე თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭო მისცემს მერიას რეკომენდაციებს, ხოლო ჩაიშლება თუ არა ტენდერი ხორცსაკეპების შესაძენად ეს მერიის გადასაწყვეტია.

მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 7 თებერვალს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ 20 ხორცსაკეპ მანქანას შეიძენს. ქალთა დღესასწაულებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად ტენდერის გამოცხადებას უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
15:53 / 17.02.2020
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
82 წლის ასაკში კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი,
საქართველოს
13:26 / 17.02.2020
82 წლის ასაკში კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს,
13:11 / 17.02.2020
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს,
ხანძრის შედეგად დაზიანებული ერგეტის საბავშვო ბაღის
აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
12:57 / 17.02.2020
ხანძრის შედეგად დაზიანებული ერგეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში ცოტა ხნით გათოვდა. თოვა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. 14 თებერვლის ჩათვლით
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.