შამგონაში გარდაცვლილი ქალის მშობლები სასამართლოსთან აქციას მართავენ [ფოტო]
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან სოფელ შამგონაში, ახალგაზრდა ქალის
გარდაცვალების საქმეზე
დაკავებული ქმრის, ბაკურ სორდიას პროცესი მიმდინარეობს. სხდომის
პარალელურად, გარდაცვლილი ქალის მშობლები საპროტესტო აქციას
მართავენ.
მათ ხელში პლაკატები უჭირავთ, რომელზეც გაკრულია გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებების ამსახველი ფოტოები. პლაკატებზე ასევე წერია, მათი სახელები, ვისაც მშობლები შვილის სიკვდილში ადანაშაულებენ.

„ეკას სიკვდილში მიუძღვით წვლილი ბაკურთან ერთად დედას, ელისო ადამიას, დეპუტატ ზაზა ხუბუას და თავის საყვარელ ნათია ძაძამიას“, - წერია პლაკატზე,
გარდაცვლილის დედა, ირმა ბერიშვილი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას შვილის თვითმკვლელობის შესახებ და ქმრის, ბაკურ სორდიას დასჯას ითხოვს.

„ჩემი შვილის მკვლელის უმკაცრეს დასჯას ვითხოვ. ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. მომიკლა შვილი, არ დაინდო ეკა, ბავშვებს დედა წაართვა. 28 დეკემბერს, სანამ ოჯახში ჩხუბი ატყდებოდა, მანამ ქუჩაში იდგა და ყვიროდა თურმე, დღეს სეირს განახებთო. ეს მკვლელობა არ არის?! მერე ეკა ცემა მაგრად, აწამა, წაიყვანა ზაზა ხუბუას ბოსელში და ხუბუას დახმარებით იქ ჩამოკიდეს ჩემი შვილი. ზაზაც დასაჭერია, ზაზაც გასანადგურებელია. ეკას დედამთილი არ არის მართალი. ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა ჩემს შვილს, უნდა მიეღო ზომები, ერთხელ მაინც ეთქვა ჩემთვის, დაერეკა. ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია, ის თავს არ მოიკლავდა. ეკა მოკლეს, ჯერ ცემეს, აწამეს და მერე ჩამოკიდეს“, - აცხადებს ირმა ბერიშვილი.
29 დეკემბერს, სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში, ბოსელში იპოვეს. 31 დეკემბერს, ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ ქმარს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.