ოფისის დაზიანების ფაქტზე დაზარალებულად მხოლოდ ახლა გვცნეს - ენმ
ენმ-ის წარმომადგენლები ზუგდიდის ოფისთან, "ქართული ოცნების"
მხარდამჭერთა მიერ გამართული საპროტესტო
აქციის და ოფისისთვის მიყენებული ზიანიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ
დაზარალებულად ცნეს. ამის შესახებ, პარტიის წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ
ჟურნალისტებს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ დღეს აცნობა გამომძიებელმა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ვერ მიიღო განმარტება, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც მათი ოფისი დააზიანეს.
"გავიდა ორი თვე და 12 დღე, რაც გამოძიება მიმდინარეობს. ჯერ არ არის გარკვეული, ვინ მიაყენა დაზიანება. ჯერჯერობით არავინ დაუკავებით. ეჭვმიტანილი ვინ არის, ამაზე გამომძიებელი არანაირ განცხადებას და განმარტებას არ აკეთებს", - აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
თეიმურაზ ბასილაია ამბობს, რომ შარშან, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ოპოზიციური პარტიის შტაბებზე თავდასხმები განხორციელდა, მათ შორის ზუგდიდშიც, სადაც "ნასვამმა" ადამიანებმა ზიანი მიაყენეს ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შედეგად სამართალდამცავები წინასწარ გააფრთხილეს. მიუხედავად ამისა, რეაგირება არავის მოუხდენია. ფაქტების ამსახველი კადრები, განმარტავს, რომ არსებობს და ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსაც გადასცეს დაახლოებით ათი ფაილი. რამდენიმე ადამიანი დაიკითხა კიდეც.
მისი თქმით, ივანიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია თითქოს ტყუილად "ეჯახება კედელს". განმარტა, რომ დაზარალებული არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ მთელი ქვეყანაა ივანიშვილის რეჟიმის მიერ.
"ივანიშვილს და მის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ბერლინის კედელი, რომელიც ბევრად უფრო დიდი და მასშტაბური და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოსთვის, დაანგრია ხალხმა. ჩვენ, ეს ხალხი, რომელსაც პროტესტი გვაქვს ამ რეჟიმის მიმართ, დავანგრევთ ამ კედელსაც, და ისინი პასუხს აგებენ ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩაიდინეს, არამარტო ოპოზიოციის, ნებისმიერი ქართველის წინაშე", - განაცხადა თეიმურაზ ბასილაიამ.
"ოცნების" მხარდამჭერებმა ენმ-ის ოფისთან საპროტესტო აქცია 3 დეკემბერს გამართეს. მათ ჩაამსხვრიეს შუშები, ისროლეს კვერცხები და ყავარჯნები, მიიტანეს პლასტმასის კასრები და მოითხოვეს "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა საქართველოში.
ოპოზიციის წარმომადგენლები თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ შენობაში და ვერ ახერხებდნენ გარეთ გამოსვლას, რადგან შეკრებილები აგრესიულად იყვნენ განწყობილი მათ მიმართ.
შინაგან საქმეთა სამეთა სამინისტრომ ენმ-ის ოფისში შუშების ჩამსხვრევის ფაქტზე გამოძიება ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით დაიწყო.