ახალი ამბები
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
FaceBook Twitter
E-mail Print

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხელახლა იმსჯელა სოფელ შამგონაში,

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მისი ქმრის, ბაკურ სორდიასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. პროკურორმა ანა არონიამ აღნიშნა, რომ კვლავ რჩება გამოძიებისთვის ხელისშეშლის და მიმალვის საფრთხე, ამიტომ მან დაკავებულისთვის ისევ პატიმრობა მოითხოვა.

 


თავის მხრივ, აღმკვეთის გადახედვა არ მოუთხოვია ბაკურ სორდიას.

სასამართლო დაეთანხმა პროკურორის მოსაზრებებას და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მანამდე, სხდომათა დარბაზი გარდაცვლილი ქალის მამამ საკუთარი სურვილით დატოვა. ეს მას შემდეგ, რაც ბაკურ სორდია შემოიყვანეს. გასვლამდე დაკავებულს მიმართა რეპლიკით, რომ შვილი მოუკლა.

მოსამართლე ნატრული აკობიას კითხვის პასუხად, მიიჩნევს თუ არა თავს დამნაშავედ, აღნიშნა - ნაწილობრივ. ბრალდებულმა ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა. მოსამართლემ განუმარტა, რომ ის არ არის სოციალურად დაუცველი და სახელმწიფო არ არის ვალდებული უზრუნველყოს ადვოკატის მომსახურება.

სხდომის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილის ნათესავები დაუპირისპირდნენ ბაკურ სორდიას ახლობლებს. უთხრეს, რომ ისინი არ უნდა ესწრებოდნენ და ვერ უნდა გაბედონ "მკვლელის" მხარდასაჭერად მოსვლა. პროკურორმა ანა არონიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თუ რა დასკვნა დადო ექსპერტიზამ ეკა მიქავას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ სხდომის მსვლელობისას ამ დეტალებს განიხილავენ. ამასთან, მისივე თქმით, სოფელ შამგონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუბუა ამ ეტაპზე კონკრეტულ საქმეში მხოლოდ დასაკითხ მოწმეთა სიაშია.

საქმის არსებითი განხილვა 18 თებერვალს ჩაინიშნა.

პროცესის პარარელურად, საპროტესტო აქციას მართავდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ ხელთ ჰქონდათ პლაკატები, რომელზეც გაკრული იყო გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებების ამსახველი ფოტოები. პლაკატებზე ასევე ეწერა მათი სახელები, ვისაც მშობლები შვილის სიკვდილში ადანაშაულებენ.

29 დეკემბერს, სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში, ბოსელში იპოვეს. 31 დეკემბერს, ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ ქმარს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.