ყველაფერს აქვს გამამართლებელი დოკუმენტი - მერია დღეში, ერთ ავტომობილის მიერ 216 ლიტრი საწვავის ხარჯვაზე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა სამართლებრივი აქტი,
სადაც განაწილებულია
ავტომანქანების მიზნობრიობა და ამასთანავე საწვავის ლიმიტები, -
აცხადებს ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების
სამსახურის უფროსი ლექსო თოდუა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ,
საწვავის ხარჯვისას გამოვლენილ დარღვევებზე დასმული კითხვის
საპასუხოდ.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურს მიაწოდეს და კიდევ ერთხელ მიაწვდიან შემაჯამებელ დოკუმენტს.
დასკვნაში აღნიშნულ ფაქტზე, რომ ერთ-ერთმა ავტომობილმა ერთ დღეში, მცირე ინტერვალებით, 63 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში 216,7 ლიტრი ბენზინი ჩაასხა, ლექსო თოდუა ამ ფაქტს არ უარყოფს. ამბობს, რომ დღეს უქმე დღეა და სამუშაო დღეს ექნებათ შესაძლებლობა, მედიას მიაწოდონ აუდიტისთვის გაგზავნილი არგუმენტები.
"სანამ არგუმენტს წაიკითხავ, საკმაოდ სერიოზულად შეიძლება იქნეს აღნიშნულ ნაწილში წარმოჩინებული, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი გამამართლებელი დოკუმენტი. დანარჩენზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმიტომ, რომ მაგ პერიოდში პირადი სარგებლობისთვის, პირადად მე, როგორც სამსახურის ხელმძღვანელს, არ მყოლია აღნიშნული ავტომანქანა. მაგრამ ის მიზეზები და ის გარემოებები, რომელიც ასახული არის შესაბამის განმარტებაში, მოგაწვდით უახლოეს სამუშაო დღეს", - აღნიშნა მერიის წარმომადგენელმა.
მანვე განმარტა, მედიას მიაწვდის ყველა ინფორმაციას, მათ შორის ამონაწერს და იმასაც, თუ ვისზე იყო ეს ავტომობილი მიმაგრებული.
სახელმწიფო აუდიტის ამავე დასკვნის თანახმად, ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია.
დასკვნის თანახმად, მანქანებისთვის საწვავს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სავარაუდოდ, პირადი მიზნებისთვისაც იყენებდნენ.