ახალი ამბები
„ლელო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მშენებლობებს წინასაარჩევნო პერიოდამდე აჭიანურებს
FaceBook Twitter
E-mail Print
„ლელოს“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლებას გულგრილი დამოკიდებულება აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ და ხშირად საარჩევნოდ იყენებს. მან გულგრილობის და დროში გაწელილი პროექტის მაგალითად დღეს ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა მოიყვანა.

ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, ორი წელია სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, სადაც ყოველდღიურად სვანეთის მიმართულებით მოძრაობენ ტურისტები, მძიმე მდგომარეობაშია. „ლელოს“ წარმომადგენლის თქმით, საეჭვოდ გაიწელა დროში სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლისთვისაც 2 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც შესაძლო კორუფციაზეც მიუთითებს.

„როცა ხდება გზის საფარის დაზიანება, ერთი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს მისი ისევ რეაბილიტაცია, ისე რომ ამ გზაზე მოძრაობა შეიძლებოდეს. ეს გზა არის ზუგდიდი-თბილისი-მესტიის დამაკავშირებელი, რომელიც ორი წელია ამორტიზებულია. აქ მოძრაობს ტურისტების ნაკადი, რომელიც სვანეთისკენ მიემართება, მაგრამ ამას ხელისუფლება არაფრად არ აგდებს. არაფრად აგდებს ამ პრობლემას და რჩება ღია. მოსახლეობა კი ამაზე ხმას ვრე იღებს, რადგან შეშინებულია. უსასრულოდ გაწელილი ეს სამუშაოები იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს დიდი კორუფციული წყაროა და ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას“, - განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.

მან განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირად დროში ხანგრძლივდება მიზანმიმართულად რათა სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყოს:

„ყველა ეს პრობლემა თავს იყრის ერთ გარემოებასთან - 2020 წელი საარჩევნო წელია. როგორც ყოველთვის სამუშაოები საარჩევნოდ იწყება შეგნებულად, რათა არჩევნებამდე ორი თვით ადრე შექმნან აღმშენებლობის ილუზორული ეფექტი და ამით შეეცადონ გავლენის მოპოვებას საარჩევნო განწყობებზე. მმართველი პოლიტიკური გუნდის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ეწირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების დროული და კეთილსინდისიერი გადაწყვეტა“, - თქვა ალექსანდრე ახვლედიანმა.

მან ჟურნალისტებთან განცხადება ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაწულუკუს მონაკვეთზე გააკეთა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.