ახალი ამბები
აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები დაარეგისტრირეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები დაარეგისტრირა. ორივე პოზიციაზე სამ-სამი კანდიდატია წარდგენილი.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, კანდიდატ ადგურ არძინბას გამარჯვების შემთხვევაში ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი გახდება არდა აშუბა, იმ შემთხვევაში თუ ასლან ბჟანია მოიპოვებს გამარჯვებს, ბადრა გუნბა. ლეონიდ ძაპშბას გამარჯვების შემთხვევაში კი, ვიქტორ ხაშბა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა 12 იანვარს დატოვა. ამას წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები. ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პრეზიდენტის 2019 წლის არჩევნების შედგების ბათილად გამოცხადებას ითხოვდნენ. ისინი "ხაჯიმბას ადმინისტრაციაში" შეიჭრნენ, ჩაამტვრიეს კარ-ფანჯარა. დაძაბულობის ფონზე დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ "არჩევნების შედეგები" ბათილად ცნო.

ახალი ე.წ. არჩევნები 22 მარტს გაიმართება.