პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,
პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს
შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.
„საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია.
მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – „თავისუფლების ქარტია“, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
18 თებერვალს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.
თბილისში, პარტია "ევროპული საქართველოს" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქციით გააპროტესტეს მომხდარი. თავის მხრივ, ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა - აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას.