აუტისტი ბავშვებისთვის ზუგდიდში სათამაშოებს შეაგროვებენ
ზუგდიდში, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის
სათამაშოებს შეაგროვებენ. კუბიკები,
ფერადი ფანქრები, სახატავები, საგანმანათლებლო თუ სხვა სახის
სათამაშოები მეთხუთმეტე საბავშვო ბაღისთვის უნდა შეაგროვონ, სადაც
თბილისის შემდეგ პირველი სპეციალური, ინტეგრირებული ჯგუფი ჯერ კიდევ 2017 წლიდან
მოქმედებს. ინიციატივა ასოციაცია "მერკურს" ეკუთვნის. მისმა
ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ თუ ბევრი
შეგროვდება, სხვა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაშიც
გადაანაწილებენ.
მისივე თქმით, სათამაშოები მარტის ბოლოსთვის უნდა შეაგროვონ, რომ ორ აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს უკვე ბაღს გადასცენ.
"ყველა, ვინც შემოგვწირავს მიიღებს სპეციალურ საჩუქარს. მოიტანეთ სათამაშოები ასოციაცია "მერკურის" ოფისში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.