ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში უძველესი ჭურჭლის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბოტანიკურ ბაღში უძველესი ჭურჭლის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ლაივპრესს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბოტანიკურ ბაღში მორიგი ვანდალური ფაქტის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა. მათი ცნობით, დაზიანებულია ბაღის რეკონსტრუქციისას აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი - ქვევრი.

იანვარში ბოტანიკურ ბაღში მოქალაქემ გარე განათების 7 ბოძიც დააზიანა. მას სასამართლომ 1 წლით თავისუკფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულს დამატებით კიდევ ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.