ახალი ამბები
ძარცვის მცდელობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა მიუსაჯეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლომბარდის ძარცვის მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს ლევან სანაიას, გიორგი ნანავას და თემურ გუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ლევან სანაიას ადვოკატი იოსებ ჯანაშია.

„დაცვის შემდეგი გეგმები იქნება, რომ კონკრეტულად აღნიშნული განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო წესით და შემდეგ უკვე მოვემზადოთ მთავარი სხდომისთვის. ეს არის საფუძვლიანი საქმე რომ დაცვამ მოიგოს. ბრალდების მხარეს აქვს მხოლოდ დაზარალებულების ჩვენება, რომელიც ერთი ოჯახის წევრები არიან. საქმეში არ არსებობს ლომბარის სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც, რომელიც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ძარცვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს ადვოკატი.

დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ ლომბარდში მხოლოდ ტელეფონის შეძენა სურდათ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი, თემურ გუნია სოხუმის მცხოვრებია. სხდომაზე ითქვა, რომ თემურ გუნია ზუგდიდში ყოველდღე ჩამოდის სოხუმიდან, რადგან მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარია.

ის არ ფლობს ქართულ ენას, ლომბარდის თანამშრომლებმა კი რუსული არ იცოდნენ, ამიტომაც მან ლევან სანაიას სთხოვა დახმარებოდა და მისი საუბარი ქართულად ეთარგმნა.

„ვათვალიერებდით ტელეფონს, რომელიც გვითხრეს, რომ 1000 ლარი ღირდა. ვიკითხეთ, იყო თუ არა ნამდვილად ახალი, გვითხრეს, სუს-ის უფროსის არისო, ვთხოვეთ მეპატრონეს რომ დაერეკა ტელეფონის მფლობელისთვის და ეთხოვა 100 ლარი მაინც დაეკლო, ერთ-ერთმა დარეკა და თქვა, რომ ტელეფონს ფასი არ დააკლდებაო, ჩვენ ვიკითხეთ, რომ თუ ტელეფონი ახალი იყო რატომ იდო ცალკე, მათ როგორ გველაპარეკბით, თქვენ არ იცით ჩვენ ვინა ვართო, დავდეთ უკან ტელეფონი, მე გამოვედი, რომ კონფლიქტს გავრიდებოდი და გარეთ გავედი“, - თქვა სხდომაზე ლევან სანაიამ.

დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა გაეთვალისწინებინა დაკავებულის თემურ გუნიას და გიორგი ნანავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე ის ფაქტი, რომ სანაიას მიმალვა არ უცდია. დაცვამ სასამართლოს მიმართა წინადადებით, რომ გამოყენებულ იქნას პატიმრობის ნაცვლად გირაო, თუმცა პროკურორმა მარიამ ქორიძემ მოითხოვა პატიმრობა, ვინაიდან მისი მტიკიცებით, დაკავებულები ხშირად კვეთენ ადმინისტრაციულ საზღვარს და არსებობს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მიმალვის საფრთხეები.

პროკურორის შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ, მოსამართლემ გაიზიარა.

სასამართლოს სხდომა 7 აპრილს დაინიშნა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 -178-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ა ქვეპუნქტით გათვალისიწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გულისხმობს ძარცვის მცდელობას, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ლომბარდში ინციდენტი 18 თებერვალს მოხდა. სამართალდამცავებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმავე დღეს დააკავა. ინციდენტიდან მეორე დღეს, 19 თებერვალს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა ლევან სანაია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.